გიორგი ცინცაძე საოპერაციოა და გერმანიასთან მატჩში ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის გამიზეზებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი საოპერაციოა – ეს დიაგნოზი მას ეროვნული ნაკრების ექიმებმა, მუხლის დიაგნოსტიკის შედეგად დაუსვეს. ცინცაძე ეროვნულ გუნდს ხვალ, გერმანიასთან მატჩში ვერ დაეხმარება და ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიკეთებს ის ოპერაციას და რამდენი ხანი მოუწევს დასვენება.

ცინცაძეს საქართვველოს ეროვნულ ნაკრებში ბექა წივწივაძე შეცვლის. “ქუთაისის” გამთამაშებელი ილიას ზუროსმა გასულ კვირაში 18-კაციან გაფართოვებულ შემადგენლობაში გამოიძახა და წივწივაძემაც რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა ეროვნულ გუნდთან, თუმცა საავსტრიო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თბილისში დარჩა. წივწივაძე ეროვნულ ნაკრებთან დღეს, საღამოს
ივარჯიშებს. ის გერმანიასთან მატჩის განაცხადში 13 ნომრით იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირება 25 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოს გამარჯვებას ვუსურვებ!!!
0
ამ დენი ხანი რისთვის ამკურნალეს და გააცდენინეს? აქამდე გაკეთებულიც ექნებოდა და ან ითამაშებდა ან საცაა თამაშს დაიწყებდა
grisha
20:57 24-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული