მსოფლიოს შესარჩევი: მაიკლ დიქსონი ევროპაში ყველაზე მეტს აგდებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპის შესარჩევი ეტაპის ნაწილში რამდენიმე კომპონენტში ლიდერობს.

დიქსონი საუკეთესო კალათბურთელია ქულების მიხედვით. საქართველოს ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 27 ქულას აგდებს, ხოლო სერბეთის ნაკრებთან ჩაგდებული 37 ქულა ჯერჯერობით ევროპულ შესარჩევ ეტაპზე სარეკორდოა.

დიქსონმა 4 მატჩის ჯამში 108 ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, დიქსონი (22.5) მე-5 ადგილზე იმყოფება. პასების მხრივ, ამერიკელს მე-7 პოზიცია უკავია. ის საშუალოდ მატჩში 5.5 გადაცემას აკეთებს.

გარდა ამისა, დიქსონი ყველაზე მეტ დროს ატარებს პარკეტზე. საერთო ჯამში, მან 4 შეხვედრაში 146
წუთი ითამაშა, რაც საშუალოდ 36.6 წუთია მატჩში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიქსონი მართლაც სამაგალითო ქართველია.ვინმეს ეჭვი ხოარ ეპარება მის ქართველობაში? მაიკლ გვიყვარხარ და გვეამაყები ქართველებს
ალეკო
00:04 28-02-2018
0

სიახლეები პოპულარული