გიორგი შერმადინი "გრან კანარიასთან" დაბრუნდა და მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" სტუმრად 55:76 დამარცხდა "გრან კანარიასთან".

ტრავმით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა ქართველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა შერმადინმა და 16:41 წუთში 10 ქულა ჩააგდო (4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 იყო და მატჩის MVP გახდა.

გიორგიზე შედეგიანი მისი გუნდიდან მხოლოდ დანიელ დიეზი (11), ხოლო ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი 16 ქულით დენის ჯერომ სელეი (გრან კანარია) იყო.

"უნიკახა" 18 მოგებით
სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაბრუნებას გილოცავ გიო!
სოსო
09:08 07-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული