აირჩიე საქართველოს ნაკრების თილისმის სახელი

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება.

ჩვენი ქვეყნის ნაკრები 29 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთს უმასპინძლებს, ხოლო 2 ივლისს ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩებზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრებთან ერთად გაამხნევებს გამარჯვების თილისმა.

გამარჯვების თილისმა ლომია, რომლის სახელის შერჩევაში მონაწილეობის მიღება გულშემატკივრებს გამოკითხვის მეშვეობით შეეძლებათ.

გამოკითხვა კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდსა და "ფეისბუქზე" დღეიდან დაიწყო და 25 ივნისამდე გაგრძელდება – http://superleague.ge/vote/

შეგახსენებთ, რომ საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე მიმდინარეობს. ორივე მატჩის ბილეთების შეძენის შემთხვევაში კი
(ერთსა და იმავე ადგილზე) გულშემატკივრები ისარგებლებენ ფასდაკლებით tkt.ge/basketball

პიპო/PIPO – ძალიან საყვარელი "პიპო" ლომი, განსაკუთრებით, ბავშვებს უყვართ.

მალასა/MALASA – ლაზების ძველი მეფეა.

ჯეო/Geo – ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თილისმაა. 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
რეებს გვტენიან - რა მალასა?! რა პიპო?! რა ჯეო?! შოთა რუსთაველის სამშობლოში ქართული სახელი გამოილია?! ან ლომი რატომ? - კენია ვართ თუ ტანზანია?! ჩვენთან ლომი არ ბინადრობს - უკეთესი იქნება ის სიმბოლო, რაც გვაქ ქართველებს ან გყვავს...
ვახ მე...
17:47 19-06-2018
5
რა თქმა უნდა ჯეოს ჩემი ხმა!!! თემატურია :*
georgian
14:28 19-06-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
მ/ჩ. შესარჩევი
#
გუნდი
1
საბერძნეთი
11
10
1
86
21
5
ისრაელი
10
4
6
-32
14
6
ესტონეთი
11
3
8
-136
14