თორნიკე შენგელია: იმედი მაქვს, ერთ თამაშს მაინც მოვიგებთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთთან დაპირისპირებამდე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. მომავალ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან თორნიკე შენგელიამ ისაუბრა.

"ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სერბეთის ნაკრები ძალიან ძლიერია. ჩემის აზრით, მათ დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ. იმედი მაქვს, ამ ორი შეხვედრიდან ერთს მაინც მოვიგებთ, რათა ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ.

სერბეთის გადახალისებულ შემადგენლობაში შვიდი ევროლიგელი და ერთი NBA-ს კალათბურთელია. ვფიქრობ, ძალიან ძლიერი შემადგენლობით არიან, შევეცდებით შევუტიოთ და წარმატებას ვივაღწიოთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ავსტრიასთან როგორ უნდა წავაგოთ!? გუნდი ყველა თამაშს საშუალოდ 19 ქულით აგებს. ვეთანხმები emigrant-ს, ასეთი განწყობა არ გამოგვადგება. ორივე თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ! სერბეთთან თუ წავაგეთ, არ არის გამორიცხული ავსტრიას ყარაულის თოფივით გაუვარდეს ერთი თამაში.
გულშემატკივარი
29 ივნისი 2018 13:32
0
თორნიკეს კომენტარი ხომ სასაცილოა, ავსტრიას გასვლაზე მის გარეშე მოვუგეთ და მასთან ერთად, თან სახლში ხომ 99%-ით მოგებაა. ჰოდა შე კაიდედმამიშვილო, მოედანზე გონის დაკარგვამდე დავიხარჯებით და მაინც მოვუგებთო სერბებთან, ეს უნდა თქვას და გუნდიც საამისოდ განაწყოს, დააჯეროს, რომ შეუძლიათ და სულ სხვა განწყობით გავლენ მოედანზე.სერბებს მოუგონ და თუნდაც ავსტრიასთან წააგონ, არაფრის მომცემი თამაში გახდება და მისი შედეგი არ გადადის შემდეგ ეტაპზე.
emigranti
29 ივნისი 2018 00:00
2
და სერბებს რომ შეაკვდნენ მაინც წააგონ და გადაღლილებმა მერე ავსტრიასთანაც წააგონ? როგორც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში დაგვემართა?
123
29 ივნისი 2018 09:54
0
100% ავსტრია გამოვარდება!
კალათბურთელი
28 ივნისი 2018 20:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული