შეხვედრა სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
ჩვენმა გუნდმა შესარჩევ ჯგუფში 4-დან 3 მატჩი წააგო, თუმც ჯგუფურ ეტპაზე მოპოვებული ქულები ნაკრებებს მომდევნო მაინც გადაჰყვებათ. დიდად უკმაყოფილება თითქოს არც არავის ეტყობა. პატარა ბავშვებივით იმითა ვართ ბედნიერები, რომ ამხელა სპორტის სასახლე მუდამ ივსება და ეს ფიბამაც აღნიშნა - დიდი შეღავათია...
არადა, კალათბურთელების და მწვრთნელის, ილიას ზუროსის მიმართ
თორნიკე შენგელია: იმედი მაქვს, ერთ თამაშს მაინც მოვიგებთ
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის ნაკრებს არაერთი წამყვანი მოთამაშე ვერ დაეხმარება, მათი შემადგენლობა მაინც შთამბეჭდავია.
თუმცა, მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯორჯივეჩმა აღნიშნა, რომ მძიმე სეზონის შემდეგ კალათბურთელები ძალიან გადაღლილები არიან, ძლიერ არ დატვირთა და ზოგიერთი ტრავმირებულია (სტევან იელოვაცი, ჯორჯე გაგიჩი და ნიკოლა მილუტინოვი).
კიდევ ერთი მომენტი მათი არასრული კონცენტრაციაა, ეროვნულ გუნდში დიდი ხალისით არ თამაშობენ, ხშირად სხვადასხვა მიზეზით არ ცხადდებიან და ამან გამოიწვია ის, რომ ავსტრიასთან გასვლაზე კინაღამ წააგეს. ბოლო წამებზე მასპინძელთა კალათბურთელის ნასროლი ბურთი რომ ჩავარდნილიყო კალათში, სენსაცია მოხდებოდა.
მოკლედ, მეტოქე ობიექტურად ძლიერია, მაგრამ ერთ მატჩში მაქსიმალური ძალისხმევით ყველაფერია შესაძლებელი. გადამწყვეტი მნიშვნელობა თორნიკე შენგელიას თამაშს ექნება, რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, თუმცა ბოლოს გათანგული ჩანდა, რაც სავსებით ბუნებრივია. ჯორჯევიჩმა აღნიშნა კიდეც, რომ მათი მთავარი პრობლემა შენგელია იქნება.
სერბები თორნიკე შენგელიას უფრთხიან და ბობან მარიანოვიჩის იმედი აქვთ
არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება "ლოს ანჟელეს კლიპერსის" 222-სანტიმეტრიანი ცენტრის, ბობან მარიანოვიჩის განეიტრალება. ამ ამოცანას თავი გიორგი შერმადინმა უნდა გაართვას. კიდევ პერიმეტრია გადასაკეტი, რათა ნემანია ნედოვიჩს, მარკო სიმონოვიჩს და სხვებს თავისუფლად სროლის საშუალება არ მიეცეთ.
ადრე სპორტის სასახლეში ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდები დაგვიმარცხებია და ეს გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერით მოხერხებულა. ამჟამად საქართველოში დიდი საკალათბურთო შეხვედრები იშვიათად იმართება და ქომაგებს საკმაო გამოცდილება არა აქვთ.
დიახ, დიახ, სწორედაც რომ გამოცდილება, რამეთუ გულშემატკივარი გუნდის მეექვსე მოთამაშეა, ის ყოველ წამს თამაშის რიტმში უნდა იყოს, არ უნდა ამოვარდეს ამ რიტმიდან და მეტოქესა და მსაჯებზე ზეწოლა განახორციელოს. ზეწოლა განახორციელოს, რა თქმა უნდა, ქომაგობით!
გერმანიასთან წაგებულ მატჩს გავიხსენებ. მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდზე უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ბიჭებმა თავი დადეს, მეორე ტაიმში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს და ამ დროს უკრაინელმა არბიტრმა სერგეი ზაჰჩუკმა 5-6 საკამათო სიტუაციაში გადაწყვეტილება გერმანელების სასარგებლოდ მიიღო.
ეს გასაკვირი არცაა, სპორტის ყველა სახეობაში დიდი ქვეყნის ნაკრებს უფრო სწყალობენ და მაშინაც ასე მოხდა, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდეს, რეფერი მუდმივი ზეწოლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ის მოწინააღმდეგის კი არა, არამედ შენი გუნდის სასარგებლოდ უნდა ცდებოდეს, ვინაიდან ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და წნეხს ვერ უძლებს.
მოკლედ, თუ ჩვენს კალათბურთელებს თამაში წაუვათ (მათ თავდადებაში ეჭვი არავის გვეპარება) და გულშემატკივრობაც სათანადო იქნება, გამარჯვების შანსი არსებობს, თანაც, არა ილუზიური, ოღონდ ამისათვის სპორტის სასახლეში მეტოქემ თავი ისე უნდა იგრძნოს, როგორც "ჯოჯოხეთში".
ბოლომდე დავიხარჯოთ ჩვენი გუნდისათვის.