საქართველოს ნაკრები სერბეთთან პირველი ტაიმის შემდეგ დიდი სხვაობით მარცხდება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სერბეთან მსოფლიოს ჩემპიონაის შესარჩევი ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 18:37 მარცხდება.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული დააყენა:

გიორგი ცინცაძე, ტედ მაკფადენი, მერაბ ბოქოლოშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი.

პირველი მეოთხედი სერბების გამარჯვებით ანგარიშით 18:11 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ძირითადად შეტევის ბოლო ფაზაში უჭირდა. რაც შეეხება მაკფადენს, პირველი სამქულიანის შემდეგ, ამერიკელმა ზედიზედ სამი სროლა გააფუჭა და ზოგადად თამაში არ წაუვიდა.

მეორე მეოთხედში ქართველ კალათბურთელებს ტოტალური უიღბლობა დაემართათ. მეოთხედის დაწყებიდან დაახლოებით 7 წუთი ბურთი კალათში ვერ
ჩააგდეს.

საბოლოოდ ქართველებმა პირველი ტაიმი დიდი სხვაობით 18:37 წააგეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას გავს ეს, ამხანაგო დოლაბერიძევ, გიბრძანებ დაუყოვნებლივ აღადგინო გუნდი!
giorgi
21:08 29-06-2018
0
დააბრუნეთ დიქსონი
toka
20:42 29-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული