საქართველოს ერთადერთი რეალური ვარიანტი - როგორ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე?

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ავსტრიასთან (98:73) გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის საგზური მოიპოვა.

ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ავსტრიასთან მესამე ადგილი დაიკავა. ფიბას წესების თანახმად, მომდევნო ეტაპზე გასულ გუნდებს პირველ ჯგუფში მოპოვებული ქულები გადაჰყვათ.

საქართველოს ნაკრების მეორე ჯგუფში (თავის ჩათვლით) სულ 6 გუნდი იქნება. ესენია: გერმანია, საბერძნეთი, სერბეთი, ისრაელი და ესტონეთი.

ამ დროისთვის L ჯგუფში მდგომარეობა ასეთია:

Sportall.Ge

როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრები 8 ქულით მე-5 ადგილზეა. აქვე, ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ მოგებისთვის 2 ქულა იწერება, ხოლო წაგებისთვის - 1.

ესტონეთს საქართველოზე ცუდი ბურთების შეფარდება აქვს და შესაბამისად, მიუხედავად თანაბარი ქულებისა, ის ბოლო ადგილზეა.

ჯგუფიდან სამი გუნდი პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე გადის. დღევანდელი მდგომარეობით, გერმანია და საბერძნეთი უპირობო ფავორიტები არიან.

ორივე ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად მინიმუმ 3-3 მოგება სჭირდება.

რაც შეეხება საქართველოს, რეალობასთან ყველაზე ახლო ვარიანტი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგვიყვანს, მესამე ადგილის დაკავებაა.

ამ შემთხვევაში სერბეთმა მინიმუმ 3 შეხვედრა უნდა წააგოს, ხოლო ჩვენ ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ.

თუმცა, პრაქტიკულად, სერბეთის სამი მარცხი რთული წარმოსადგენია, მაგრამ სერბეთი ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელების გარეშე ბევრად სუსტი ნაკრებია, ვიდრე მათთან ერთად.

რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს სხვა ვარიანტები, მაგრამ ნაკლებად რეალურია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის შეხვედრები 13 და 16 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს სტუმრად ისრაელთან, 13 სექტემბერს გამართავს. ევრობასკეტზე ისრაელი (104:91) საკუთარ სამშობლოში უკვე დავამარცხეთ.


მეორე შეხვედრას საქართველო საბერძნეთის ნაკრებთან თბილისში, 16 სექტემბერს გამართავს. გასულ ზაფხულს აკროპოლისის თასზე ბერძნებს ანგარიშით 72:71 მოვუგეთ.


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ჯერ კიდევ გაურკვეველია ევროლიგაზე მოთამაშე კალათბურთელების საკითხი, ფიბა და ევროლიგა ვერა და ვერ შეთანხმდნენ.

მომავალ სეზონში გიორგი შერმადინის "უნიკახა" ევროლიგაზე აღარ ასპარეზობს. შესაბამისად, შერმადინი ნაკრებს სექტემბერში დაეხმარება. მან ამის შესახებ დასტური ავსტრიასთან მატჩის შემდეგ ტელევიზიებს განუცხადა.

მომავალი შეხვედრებისთვის, წესით, უკვე მზად უნდა იყოს ბექა ბურჯანაძეც. რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილის, მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და სავარაუდოდ, ის ნაკრებს სექტემბერშიც ვერ დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეჰ, ვერ გავსულვართ და ეგ არის, ექვსივეს როგორ მოვიგებთ? ჯერ მეეჭვება, მაგრამ ვთქვათ ხუთი მოვიგეთ, აი ის მეექვსე საბერძნეთში, ხომ ხვდებით რა იქნება? აბა ეხლა ბერძნებს ვკითხოთ დათმობენ რამეს? გრანდებს არ მოაგებინებს საბერძნეთი სახლში, მითუმეტეს რომ ჭირდება მოგება!!! ვინც კალათბურთში კარგად ხართ გარკვეული, ალბათ დამეთანხმებით! ურთულესია ჩვენი ნაკრების გასვლა.
goga
05 სექტემბერი 2018 12:33
1
ხავსს ვებგაუჭებით იტოკში, მაგრამ რა ჩვენი ბრალი, არუშვებენ ბიჭებს და მე არ ვიცი მაგის თამაში რო მივეხმარო
ემირი
13 სექტემბერი 2018 23:22
1
ჩვენს ნაკრებში მიდის თაობების ცვლა, ასეთი რამ ნებისმიერ ნაკრებში და საკლუბო გუნდებში ხდება და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჯერ ჯერობით ჩვენთვის მხოლოდ ოცნებაა, ასე რომ უკეთესია ცოტა ლოდინი და ჩამოყალიბდეს ნაკრები ნორმალური კალათბურთელებისგან და შემდეგ უკვე შეიძლება სერიოზულად ფიქრი ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასვლის და იქ ოდნავ პატარა წარმატების მიღწევაზე, რაც შეეხება ზაზას თაობას, მაგ თაობამ ძალიან დიდი რამ გააკეთა და მადლობა იმ თაობას უდიდესი შრომისთვის, თავდადებისთვის და თამაშისთვის, აუცილებელია ერთი ან ორი კალათბურთელი ჰყავდეს საქართველოს ნაკრებს ნბაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო საქართველოს ჩემპიონატში და ევროლიგაზე მოასპარეზე კალათბურთელების ამარა ბევრს ვერაფერს მივაღწევთ, ჯერ ჯერობით ნბას დონის ახალგაზრდა პერსპექტიული კალათბურთელი საქართველოს არ ჰყავს და მგონი რომ კიდევ დიდი ხანი არ ეყოლება.
ხვიჩა
23 ივლისი 2018 09:48
1
ყველაფერი, ჩვენ ხელთაა.თუ ექვსივე თამაშს მოვიგებთ გავალთ
მირიან
08 ივლისი 2018 07:53
4
ბიჭებო!!! ყოველგვარი მეორე თუ მესამე აზრის გარეშე, როგორც რიგითი გულშემატკივარი გისურვებთ: არ შეიძლება გუნდს პრეტრნზია ჰქონდეს კონტინენტური პირველობების ფინალურ ეტაპზე თამაშის და არ ჰყავდეს მეტ-ნაკლებათ სტაბილური 2-ქულიანის მსტოლელი, თუ მსროლელები!!!! სამიანის მსროლელზე აღარაფერია სათქმელი!!! 21-ე საუკუნეააააა!!!!!! წარმატებებს გისურვებთ!!!!!!
გიგა
06 ივლისი 2018 03:41
1
რა გასვლა რის გასვლა ან რა მომავალ თაობაზეა საუბარი ისეთი გუნდი როგორიც იყო ფაჩულიას თაობა არიქნება მინიმუმ ათი წელი თუ მეტი არა თაობათა ცვლა ერთიამარა ხარისხი და კლასია სხვადასხვა. მარა ამას ხოუნდა აღიარება.
ზაზა
05 ივლისი 2018 19:37
16
გაგვისხია და ეგაა...
status quo
05 ივლისი 2018 17:15
16
არაუშავს,ახალ გუნდს ვაშენებთ,ახალგაზრდები გამოცდილებას მიიღებენ და სამომავლოდ ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით ისევ თოკოს წინამძღოლობით.წარმატებები ბიჭებო...ბრძოლა ბოლომდე
ბასკეტი
05 ივლისი 2018 12:41
2
ჩვენ ჯობია ჯერ მესამეზე გავიდეთ მერე სხვა რამეზე ვიფიქროთ არ გვინდა უაზრო აზრები
zurabi
05 ივლისი 2018 12:21
4
ვაჰაჰაჰაჰჰჰა.
სერბეთმა სამი რომ წააგოს და სამი მოიგოს ექნება 19 ქულა, მაშინ ჩვენ უნდა მოვიგოთ 5 და გვექნება 19 ქულა. ბურთებით მაინც სერბია გადის.
იქნებ გავანებოთ უაზრო არითმეტიკას თავი და ახალი გუნდის შექმნა დავიწყოთ სერიოზულად. ტრენერმა უკვე დაიწყო, იქნებ ჟურნალისტებიც ამ ვერსიას მიაწვეთ?
ჰაჰა
05 ივლისი 2018 11:42
7
ტრენერი არა - მწვრთნელი
dato
05 ივლისი 2018 12:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული