საქართველო-საბერძნეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოსა და საბერძნეთის კალათბურთელთა ნაკრებებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ეტაპზე 6 მატჩს გამართავს, რომელთაგან პირველი საშინაო შეხვედრა 16 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

აღნიშნულ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს TKT.GE-ზე შეეძლებათ. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

altსაქართველოს ერთადერთი რეალური ვარიანტი - როგორ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე?

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცოტა მეტი რეკლამა ხალხმა ბევრმა არიცის რომ თამაშები გვაქვს და ბევრი ინფორმაციები უნდა დაიდოს,კალათბურთის ფედერაცია საერთოდ რასაკეთებს ვერ გავიგე.2 წელია სუპერლიგის საიტი ვერ გაუკეთებია ნორმალურად და რეპორტაჟები რომ იყოს ცენტრალური თამაშების ის ვერ გააკეთეს.რომ ხალხმა უყუროს კალათბურთს
დდდ
09:16 12-09-2018
0
მოგესალემბით, რატომ არ დებთ არანაირ ინფოს შეკრებასთან დაკავშირებით? ზეგ მეორე საკვალიფიკაციო იწყება, იზრაელს ვეთამაშებით, პრინციპული თამაშია და არც შემადგენლობა, არც ვინ როგორ ფორმაშია? როდის მიდის ნაკრები, თუ უკვე გაემგზავრა? არ არის სწორი დამოკიდებულება არც ფედერაციის არც ჟურნალისტების მხრიდან სამწუხაროდ. თუ ინტერესი დაიკარგა, დავკარგეთ იმედი მსოფლიოზე გასვლის და გულშემატკივრებმაც ხელი უნდა ჩამოვყაროთ და ჩოგბურთზე ან სუმოზე გადავერთოთ? ოთხივე ევრობასკეტზე ვიყავით წასულები ჩვენი ბიჭების საგულშემატკივროთ, შესარჩევზე, გასვლით თამაშებზეც დავყვებოდით შეძლებისდაგვარად და ახლა საერთოდ საინფორმაციო ვაკუუმია! ბევრი კითხვა აქვს გულშემატკივარს, თუ 2 ნატურალიზირებული კალათბურთელის თამაში არ შეიძლებოდა, მსროლელის აყვანა რატომ მოხდა? დიქსონის წასვლის შემდეგ ხომ ყველაზე კრიტიკული პოზიცია გამთამაშებლის არის? დიქსონის წასვლის საქითხი ხომ საერთოდ ბიდნით არის მოცული. სად არის და რა სჭირს ბურჯანაძეს? კარგია ჯომარდობა, ფაჩულიას კლიპები, თუმცა უკვე დროა საქმეზე ისაუბროთ და ინფორმაცია მოაწოდოთ ხალს. კარგი იქნება თუ დროულად გამოასწორებთ სიტუაციას და მიდგომას, თორემ საბერძნეთის შემდეგ ცარილე ტრიბუნებს მიიღებთ შედეგად, რაც კარგი არ იქნება.

წინასწარ მადლობთ.
ფანი
14:22 11-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული