ილიას ზუროსმა მსოფლიოს შესარჩევი ეტაპისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ასპარეზობას იწყებს.

ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები 13 და 16 სექტემბერს მეორე ეტაპის სადებიუტო მატჩებს გამართავს თელ-ავივსა და თბილისში.

საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოდან "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე გაფართოებული შემადგენლობით ემზადება. ილიას ზუროსმა თავდაპირველად 19 კანდიდატი გამოიძახა, რომელთაგან მოახლოებული მატჩებისთვის 12 მოთამაშე შეარჩია.

ეროვნული ნაკრები 12 სექტემბერს, გამთენიისას გაემგზავრება ისრაელში, სადაც 13-ში, თელ-ავივის "ნოკია არენაზე", ჩვენი დროით 21:00 საათზე ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის ყურება "პირველ არხზე" შეგეძლებათ. ისევე, როგორც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს
ნაკრები მეორეშიც 6 მატჩს გამართავს.

ჩვენი მეტოქეები იქნებიან ისრაელის, ესტონეთისა და საბერძნეთის ნაკრებები, რომლებსაც ილიას ზუროსის გუნდი გასვლა-სახლის პრინციპით დაუპირისპირდება.

პირველი ეტაპის შემდეგ მოხდა ჯგუფების გაერთიანება, ანუ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი სხვა ჯგუფის 3 საუკეთესოსთან გაერთიანდა.

პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადმოჰყვა. შესაბამისად, აქამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტები არიან გერმანია და საბერძნეთი, რომლებსაც პირველი ეტაპიდან 6 გამარჯვება გადმოჰყვათ. საქართველოს 2 მოგება აქვს, ხოლო ჩვენს უახლოეს მეტოქე ისრაელს - 3. ჯგუფიდან სამი საუკეთესო ნაკრები გადის.

Sportall.Ge

ისრაელთან ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და 16 სექტემბერს, სპორტის სასახლეში, საბერძნეთს დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

altმეტ ჯენინგმა საქართველოს პასპორტი აიღო - ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

altსაქართველოს ერთადერთი რეალური ვარიანტი - როგორ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე?



მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ყველაფერი კარგია , მაგრამ როდემდე შეიძლება სახლი სახურავიდან ვაშენოთ . წავა ეს თაობა და ძალიან დიდი კრიზისი დაიწყება ქართულ კალათბურთში და ამის მიზეზი ბავშვთა კალათბურთში დაშვებული შეცდომებია . 10 ფედერაციამ შეადგინა კალენდარი და გადაწყდა , რომ 6 ასაკობრივი კატეგორიის მაგივრად , ჩემპიონატი ჩატარდება 3 ასაკობრივ კატეგორიაშე: ანუ 2006-2005 , 2004-2003 , 2002-2001 ერთად . და ამით გვინდა კალთბურთი განვითარდეს ? ამ ასაკში რომ ბავშვი მთელი წელი ვერ ითამაშებს , იმისგან რაღა უნდა გამოვიდეს ? მაგალითად ზაზას აკადემიას 2006 ცხრა გუნდი ყავს და კიდევ შევსება მიიღო სექტემბერში . ცხრა გუნდი უკვე 135 ბავშვია დაუმატეთ ამას 2005 , დაახლოვებით 50 ბავშვი და ამდენი ბავშვიდან რამდენმა უნდა ითამაშოს ? არსად ამ ასაკში არევა არ ხდება , მაგრამ ფედერაციაში დასაქმებულ უსაქმურებს ალბათ ხელფასი აღარ ყოფნით და გაანახევრეს ბიუჯეტი . ამიტომაც არ გინდოდათ ხეცურიანი . ვაი ჩვენს პატრონს .
ATP 31
11:53 12-09-2018
0
მივმართავ კალათბურთის ფედერაციას რომ ტყუილად ოფისებში ჯდომას აწიეთ ერთი ადგილი და ცოტა მეტი იმუშავეთ.მეტი რეკლამა მეტი ინფორმაცია მეტი ჩართულობა რომ ხალხი დაინტერესდეს კალათბურთით.აჩვენეთ თამაშები სუპერლიგის.საიტი გააკეთეთ ნორმალური.რაში გიხდით ფულს
დდდ
09:22 12-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული