გუშინ, 13 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში ისრაელს 85:80 სძლია.
პარალელურად, ჩვენს ჯგუფში ორი დაპირისპირება ჩატარდა და ორივე შედეგი ჩვენთვის საკმაოდ მისაღები გამოდგა.
ესტონეთის ნაკრებს ტალინში გერმანიის ნაკრები ეწვია და 43-ქულიანი უპირატესობით გაანადგურა, მათ ესტონეთი 86:43 დაამარცხეს. გუნდთან ერთად NBA-ს კალათბურთელი დენის შროდერი იმყოფებოდა, რომელიც საუკეთესო იყო (18 ქულა, 10 გადაცემა და 8 მოხსნა).
საკმაოდ დაძაბული შეხვედრა წარიმართა ჰერაკლიონში. საბერძნეთის ნაკრები სერბეთთან პირველ
მეოთხედში დამარცხდა, თუმცა დანარჩენი სამი მეოთხედი მოიგო და 70:63 იმარჯვა. საუკეთესო კალათბურთელი ბერძენი იოანნის ბურუსისი გახდა, რომელიც ჩინური "ჟეიჯანგის ლიონის" ღირსებას იცავს (9 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა).
აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ თუ სერბეთმა ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა დათმო, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი უჩნდება, თუმცა ამისთვის ჩვენმა გუნდმა ყველა მატჩი უნდა მოიგოს.
შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 16 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება და ბილეთების შეძენა TKT.GE-ზეა შესაძლებელი.
ასევე ისრაელის ნაკრები არ არის ხელწამოსაკრავი. ეგეთ აზრი მუსირებს რადგანაც ჩვენ მოუგეთ.რამოდენიმე დღის წინ რუსეთის ნაკრები დაამარაცხა რუსეთში 20 ქულით. ვნახე თამაში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ასე რომ სერბებს იოლი გასეირნება არ ელით ისრაელში,თუმცა რა თქმა უნდა გამოკვეთილი ფავორიტები იქნებიან :(
აგიწყვიათ ცხოვრება.