რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!

AutoSharing Option
გუშინ, 13 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში ისრაელს 85:80 სძლია.


პარალელურად, ჩვენს ჯგუფში ორი დაპირისპირება ჩატარდა და ორივე შედეგი ჩვენთვის საკმაოდ მისაღები გამოდგა.

ესტონეთის ნაკრებს ტალინში გერმანიის ნაკრები ეწვია და 43-ქულიანი უპირატესობით გაანადგურა, მათ ესტონეთი 86:43 დაამარცხეს. გუნდთან ერთად NBA-ს კალათბურთელი დენის შროდერი იმყოფებოდა, რომელიც საუკეთესო იყო (18 ქულა, 10 გადაცემა და 8 მოხსნა).

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა წარიმართა ჰერაკლიონში. საბერძნეთის ნაკრები სერბეთთან პირველ
მეოთხედში დამარცხდა, თუმცა დანარჩენი სამი მეოთხედი მოიგო და 70:63 იმარჯვა. საუკეთესო კალათბურთელი ბერძენი იოანნის ბურუსისი გახდა, რომელიც ჩინური "ჟეიჯანგის ლიონის" ღირსებას იცავს (9 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა).

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ თუ სერბეთმა ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა დათმო, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი უჩნდება, თუმცა ამისთვის ჩვენმა გუნდმა ყველა მატჩი უნდა მოიგოს.

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 16 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება და ბილეთების შეძენა TKT.GE-ზეა შესაძლებელი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა შანსი რის შანსი ეგ ყალბი ილუზიებია მერე რო იწვევს აგრესიას ქომაგებისგან ეგრე ქმნიდით მითებს სერბებთან თამაშის მერე და რა მოხდა კარგად გვახსოვს თამაშის მერე.ზღაპრებს თავი დავანებოთ ჯობია და ბიჭებს თავისი მაქსიმუმის გარჯა დაუფასოთ თორე თუ ბერძნებთან იგივე გამეორდა რაც სერბებთან სპორტული ჟურნალისტები კი მიიყუჩებით და მთელი აგრესია ზუროსზე და ბიჭებზე გადავა.არადა ნამდვილად კარგი სპეციალისტია უბრალოდ სრულყოფილი გუნდი აღარყავს.
qutaiseli
12:29 14-09-2018
6
ნუ იქმნით ყალბ ილუზიებს და ნუ იქმნით ყალბ იმედებს. რა უნდა მოხდეს?? სერბებმა ისრაელში წააგონ??? და ჩვენ ათენში მოვუგოთ საბერძნეთს?? და კიდევ სერბებმა სახლში წააგოს საბერძნეთან???
აგიწყვიათ ცხოვრება.
Vaja
12:21 14-09-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული