ილიას ზუროსს თანამემამულეთა დამარცხების იმედი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ბერძენ მწვრთნელს, ილიას ზუროსს, ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მეორე მატჩში, საბერძნეთის დამარცხების იმედი აქვს.

"ისრაელთან მაგარი თამაში მოვიგეთ. ეს კარგია, თუმცა ახლა უფრო ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება. გამარჯვება ძალიან ძნელი იქნება. საბერძნეთმა ხომ ამ ტურნირზე შვიდივე შეხვედრა მოიგო. ორიოდ დღის წინ სერბეთს სძლია.

გამარჯვების მოპოვების ერთადერთი ხერხი ბოლომდე ბრძოლაა. მე ჩემი ბიჭების იმედი მაქვს.

აგრეთვე გულშემატკივართა მხარდაჭერის მეიმედება, რომლებიც როგორც ყოველთვის, დარბაზს გაავსებენ და ბოლომდე დაგვიდგებიან გვერდში.

დიდი მატჩი გველის და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა".

altტანასის სკორტოპულოსი: საქართველოს ნაკრებს უნდა შოუ ჩაატაროს და დაგვამარცხოს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფაქტია,რომ ზუროსი ჩვენი ნაკრებისთვის ზედ გამოჭრილია
zura
16 სექტემბერი 2018 09:54
0
თავდადება რომ იქნება,ამაში დარწმუნებული ვარ.სხვა ყველაფერი კი ...ჩვენებს ყველაფერი შეუძლიათ,კარგიც და ცუდიც.ვიქონიოთ კარგის იმედი და ჩვენც დავეხმაროთ.ჩვენებმა უკვე იციან ბერძნებთან გამარჯვების გემო და იმედია,ახლაც გამოგვივა.წარმატებები და ჩვენი მხარდაჭერა ბიჭებს.
ეს ამ თამაშის შესახებ,მაგრამ თუ რადიკალურად არ გაუმჯობესდა ახალგაზრდებთან მუშაობა,რაც ასაკობრივი ნაკრებების თამაშებს ვუყურე,ვფიქრობ მომავალში არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს.მთელი ქართული კალათბურთის მომავლის ბასკონიაზე აკიდება,არა მგონია წარმატების გარანტია იყოს.ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს.
სოსო
16 სექტემბერი 2018 09:40
0
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს თამაში, მომავლის გუნდის შესაქმნელად დიდი ნაბიჯებია გადადგმული, რაც ბოლო შეხვედრამაც დაადასტურა.დარწმუნებული ვარ, გუნდი ყველაფერს გაიღებს გამარჯვებისათვის. იმედი ყველას გვაქვს
: )))))))
15 სექტემბერი 2018 23:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული