ბერძენთა თავკაცი: შენგელიას შეჩერება თითქმის შეუძლებელია

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტანანის სკორტოპულოსმა საქართველოს ნაკრების დამარცხების (86:85) შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში ჩემს გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. მეტოქემ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და ბოლოს ყველაფერი იღბალმა გადაწყვიტა. თუმცა, ბოლო შეტევაში არ ავიღეთ ჯარიმა და დაცვაზე ვითამაშეთ, რადგან 5 წამი კიდევ გვრჩებოდა. ამ სტრატეგიამ როგორც ნახეთ გაამართლა.

მინდა გამოვყო ჩემი გუნდის უკანახაზელები, ხოლო მეტოქისგან შენგელიას გამოვარჩევ, რადგან ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა. მისი შეჩერება თითქმის წარმოუდგენელია, მიზანი იყო მაქსიმალურად შეგვეზღუდა და ეს გარკვეულწილად მოვახერხეთ კიდეც.

როდესაც, შესარჩევი ეტაპი დაიწყო,
ფაქტობრივად ახალი გუნდის შენება მოგვიწია, რადგან NBA-სა და ევროლიგის მოთამაშეები არ გვყავდა. შედეგს მივაღწიეთ, დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გავიფორმეთ.

მინდა, აღვნიშნო დარბაზში შექმნილი შესანიშნავი ატმოსფერო. საქართველოს ნაკრები კი კარგი გუნდია და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ".


მკითხველის კომენტარები / 1 /
ოხ როგორ მეზიზღება როცა წაგებულებს გვაქებენ!! ერთი სერბეთის მწვრთნელმა თქვა აქ თბილისში მოგების მერე ყველაზე კაცური სიტყვა! რა გჭირდათო ბიჭო?! რა იყო ესო?! ლამის ჩვენებს აქეთ ეჩხუბა - როგორ ითამაშეთო..! ეს უფრო პატივისცემის გამოხატვაა ვიდრე წაგებულს რომ აქებ..
ლევან
14:36 18-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული