ნამატჩევს "ოლიმპიაკოსის" კალათბურთელი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.
"პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. საქართველო გვჯობდა. თუმცა, ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ. შესვენებაზე გასახდელში სერიოზული საუბარი გვქონდა. გადავწყვიტეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საკითხი არ გადაგვედო. არ იყო საჭირო პრობლემის მოგონება
რა მოხდა ბოლოს? არ ვიცი, არ მახსოვს... დავინახე, რომ ნიკმა (კალატესმა - რედ.) პასი მომცა, დერეფანი ცარიელი იყო და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რაც შეიძლება მალე ჩამეგდო ბურთი, რადგან დრო იწურებოდა. მოვიგეთ, ბედნიერები ვართ და ყველაფერი კარგადაა - ჩვენ ჩინეთში მივემგზავრებით".
დრამატულ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა