ტედ მაკფადენი ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გაისარჯა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის ტედ მაკფადენის "იბეროსტარმა" ტენერიფეში ადვილად სძლია ბონის "ტელეკომს" 87:68.

ტედმა 21 წუთში 13 ქულა შესძინა თავის გუნდს (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა ბურთი, 4 შედეგიანი პასი გააკეთა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 17 იყო.

მასზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი მხოლოდ ბოიან სუბოტიჩს (ტელეკომი, 18) და ფერან ბასასს (იბეროსტარი, 19) ჰქონდათ.

ამ ტურნირის მე-2 ტურში "იბეროსტარი" 17 ოქტომბერს სტუმრად "ნანტერეს" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ვეგარ გავიგე ჩვენ ნაკრებში თამაშობს თუ არა¿¿..?
ქწეე
04:08 11-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული