
4 ოქტომბერს ლიგა ენდესას მეორე ტურში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის ტედ მაკფადენის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე "ბრეოგანი" 90:78 დაამარცხა.
მაკფადენმა 29 წუთში 23 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 30 გახლდათ და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
"ტენერიფემ" 2 სასტარტო შეხვედრიდან 1 მოიგო და შემდეგ ტურში “ობრადოიროს" შეხვდება.