შერმადინის მაგარი მატჩი - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-20 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „მურსიას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 75:73 გაიმარჯვა. წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა.

შეხვედრის პირველი ტაიმი „ტენერიფემ“ 7-ქულიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ტაიმი უფრო აქტიურად „მურსიამ“ დაიწყო და ბოლო მეოთხედის წინ ერთი ქულით წინ გავიდა, თუმცა უკანასკნელ მეოთხედში მასპინძლებმა ტემპს მოუმატეს და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი შერმადინმა „ტენერიფეს“ რიგებში მოედანზე 26:46 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1
ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ თამაშიდან 10-ჯერ ისროლა, საიდანაც 5 სროლა ზუსტი იყო, მან ასევე 4 დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული