შერმადინმა "ბილბაოსთან" 19 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შერმადინის წინამძღოლობით, "ტენერიფემ" იოლი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები "ბილბაოს" ესტუმრნენ და 23 ქულის სხვაობით იმარჯვეს – 83:60.

წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა. მან მატჩი სათადარიგოებიდან დაიწყო და 19 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა და 10 მოხსნა.

გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

„ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და ორი მოგებით ჩამორჩება მესამეადგილოსან „რეალს“.

GBF

alt#MVPMovistar Giorgi Shermadini | ესპანეთის ლიგის MVP-ის გამოსავლენად გამოკითხვა

დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 1 /
დავუჭიროთ მხარი შერმადინს,რომ გახდეს ესპანეთის წლის კალათბურთელი!!!!!!ხმა მიეცით ლიგა ენდრსას აპლიკაციით ან ინსტაგრამზე ამ ტექსტით #MVPMovistar Giorgi Shermadini
გაგა
17:47 27-04-2023
1

სიახლეები პოპულარული