"რეალმა" შენგელიას "ბასკონია" ადვილად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-3 ტურსი "რეალმა" მადრიდში უპრობლემოდ სძლია "ბასკონიას" 97:79.

სტუმრებმა სამი პერიოდი გაუწიეს მასპინძლებს წინააღმდეგობა, როდესაც 7 ქულით აგებდნენ, მაგრამ ბოლოს გატყდნენ და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.

თორნიკე შენგელიამ 23:04 წუთში 9 ქულა ჩააგდო (9-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 27:01 წუთში 10 ქულა ჩააგდო (4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი), 4-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი სერხიო ლული გახდა, რომლის ანგარიშზეც 23
ქულა, 1 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა.

"ბასკონია" 1 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული