შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ესტონეთს ესტუმრება, ხოლო 3 დეკემბერს სპორტის სასახლეში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლებს.
ამ ორი მატჩისთვის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ამ 23 მოთამაშიდან ზუროსი საბოლოო არჩევანს 12-ზე გააკეთებს.
აქვე გეტყვით, რომ "ბასკონიას" კალათბურთელებს, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგს კლუბი, დიდი ალბათობით, არ გამოუშვებს, რადგან "ბასკონია" ევროლიგის მონაწილეა.
საქართველოს ნაკრები 23 ნოემბრიდან გაფართოებული შემადგენლობით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მოხდა
პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადმოჰყვა. შესაბამისად, აქამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტები არიან გერმანია და საბერძნეთი, რომლებსაც პირველი ეტაპიდან 6-6 გამარჯვება გადმოჰყვათ.