მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველ და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგებ-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე კონკურენტ სერბეთს. მსოფლიოს
ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად ნაკრების კანდიდატები ოლიმპიურ სასახლეში შეკრიბა, სადაც ეროვნული გუნდი 18 თებერვლამდე ივარჯიშებს, ხოლო 19-ში, გამთენიისას, საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც კუნძულ კრეტაზე 21 თებერვალს ელინთა ნაკრებს დაუპირისირდება. საქართველოს ნაკრები საბერძნეთიდან 23 თებერვალს, გამთენიისას დაბრუნდება და ესტონეთთან მატჩისთვის მომზადებას სპორტის სასახლეში განაგრძობს. ბალტიისპირელებთან მატჩი 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.
საბერძნეთში გამგზავრებამდე, 18 თებერვალს, საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში მასმედიის წარმომადგენლებისთვის ღია ვარჯიშს გამართავს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით