გოგა ბითაძემ შეიძლება ესტონეთთან ითამაშოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ევროპირველობის შესარჩევი ციკლის მატჩში საბერძნეთთან ვერ დაეხმარება "ბუდუჩნოსტის" ცენტრი გოგა ბითაძე, თუმცა არაა გამორიცხული, მან ესტონეთთან ითამაშოს.

გოგამ ერთი კვირის წინ, ადრიატიკის ლიგის მატჩში ფეხი იტკინა და ვარჯიშს დღეს შეუდგა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საიტი იუწყება, რომ კალათბურთის ფედერაცია და ნაკრების ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს საიმისოდ, რათა ბითაძემ 24 თებერვალს, ესტონეთის წინააღმდეგ, თბილისში ითამაშოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აზრი? თუ საბერძნეთში მოვიგეთ და სერბებმა ესტონეთში წააგეს(უტოპიაა.DD) მაშინ კი ბატონო, მარა ისე რა აზრი აქ აცალეთ მოშუშება იმ ბიჭს.
mmm
19 თებერვალი 2019 15:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული