შესანიშნავ დარბაზს ილიას ზუროსის გუნდმა საღამოს 5 საათზე მიაშურა და დაახლოებით საათნახევრის მანძილზე არაერთ კომპონენტში ივარჯიშა.
დარბაზში მისულ ნაკრების წევრებს ამერიკელი ტედ მაკფადენი დახვდათ. ეროვნული გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელი კრეტაზე 8 711 კილომეტრის სიშორიდან, ქალაქ დეტროიტიდან ჩამოვიდა და აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში, სავარჯიშოდ მივიდა. მაკფადენი მყისიერად ჩაჯდა იმ სათამაშო ტაქტიკაში, რომლითაც ზუროსი ჩვენს გუნდს ავარჯიშებს და მოთელვების შემდეგ ქართველ კალათბურთელებთან სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა.
ტედ მაკფადენმა 16:30 საათი იფრინა და პირდაპირ
როგორც თამაშის წინა დღეებში ხდება, აქცენტი კონკრეტულ კომბინაციებს დაეთმო. ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მისმა ბერძენმა ასისტენტმა გიორგიოს ლიმნიატისმა კარგად იციან თითოეული ოპონენტის შესაძლებლობა და მათთან სათამაშოდ შესაბამისი ტაქტიკაც შემუშავებული აქვთ. საქართველოს ნაკრებმა ძირითადად ერთ ფარში, შეტევით და დაცვით კომბინაციებზე იმუშავა, თუმცა მეტი ყურადღება, როგორც ყოველთვის, მეორე კომპონენტს დაეთმო.
საქართველოს ნაკრები 20 თებერვალს, დილის 11:00 საათზე, მეორედ ივარჯიშებს Dyo Aorakia არენაზე, რის შემდეგაც დაისვენებს და საღამოს გენერალურ ვარჯიშს გამართავს. შეგახსენებთ, რომ ირაკლიონში, 21 თებერვალს, ჩვენი დროით 22:30 საათზე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლოსწინა ტურში საბერძნეთი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.
ვარჯიშის შემდეგ კომენტარები ნაკრების წევრებმა გააკეთეს:
ილიას ზუროსი: ტრადიციულად გვაქვს დიდი დანაკლისი და მცირე დრო
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით