საქართველოს ნაკრებმა ესტონელთა საჩუქარი ვერ გამოიყენა და საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: gbf.ge

21 თებერვალს, საქართველოს ნაკრები ირაკლიონში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლოსწინა მატჩში საბერძნეთთან 69:81 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს 71:70 და საქართველოს ნაკრებს თითქოს შანსი შეუნარჩუნდა.

საბერძნეთის ნაკრები ჯგუფიდან უკვე გასულია და უმოტივაციოდ იყო, ამიტომ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი არ ათამაშეს, ჩვენს გუნდს კი სახვადასხვა მიზეზით არაერთი ლიდერი აკლდა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ცინცაძე, შერმადინი, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში მასპინძლები უკეთესად გამოიყურებოდნენ, სამქულიანები წაუვიდათ, 19:7 დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედი კი 9 ქულით მოიგეს.

შუა მეორე მეოთხედში ჩვენმა
გუნდმა ანგარიში კი შეამცირა, მაგრამ ბოლოს შეცდომები დაუშვეს და პირველი ტაიმი 31:44 წააგეს.

ბერძნები აშკარად უკეთ ისროდნენ პერიმეტრიდან და მესამე პერიოდის დასაწყისში უკვე 22 ქულით გავიდნენ წინ. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა კარგი მონაკვეთი ჩაატარა და ბერიშვილისა და შერმადინის მეცადინეობით ანგარიში 12 ქულამდე შეამცირა. თუმცა, საბერძნეთმა მაინც მოახერხა დასკვნითი მეოთხედის 15 ქულით მოგება.

მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ეგ იყო და ეგ, მეტი ვეღარ შესძლო და 69:81 წააგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 26 ქულა, 15 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 37 შეადგინა. მაკფადენმა 18 ქულა ჩააგდო, ბერიშვილმა 10, სანაძემ 6, ცინცაძემ 5, ანდრონიკაშვილმა კი 4.

მკითხველის კომენტარები / 29 /
რატი ანდრომიკაშვილი მიყვარს ძალიან მაგრამ ესეთ გადამწყვეტ მატჩში 17 წლის ბიჭს რო შეიყვან პროსტა არასწორი კაცი ხარ. არავინ არ თქვას რო რატიზე გამოცდილი საქართველოს ჩემპიონატში ვერ მოიძებნა. მაგარი პერსპექტიული ბიჭია ძალიან მაგარია მაგრამ კაი რა დონჩიჩი ეგარაა, ლონდარიძე დვალიშვილი სტაბილურად ცუდია. ნახე რა ვინმე ოდნავ ბანძი მარა ნახე რა. ნუ ვისაც კალათბურთი ოდნავ მაინც ესმის ყველა იტყვის რო ეს იყო საშინელება ანტი კალათბურთი.
ეჰ
22 თებერვალი 2019 18:12
6
ნახევარზე მეტი ტყუილად იყო ჩასული....მართლა ასეა რომ ლონდარიძეზე უკეთესი ბიჭები არ თამაშობენ შიდა ჩემპიონატში..?ცინცაძე რომ წავიდეს ვინ უნდა ათამაშო გამთამაშებლად ბოქოლიშვილი?კაი რაა.
Gio
22 თებერვალი 2019 01:18
8
რატი ანდრომიკაშვილი მიყვარს ძალიან მაგრამ ესეთ გადამწყვეტ მატჩში 17 წლის ბიჭს რო შეიყვან პროსტა არასწორი კაცი ხარ. არავინ არ თქვას რო რატიზე გამოცდილი საქართველოს ჩემპიონატში ვერ მოიძებნა. მაგარი პერსპექტიული ბიჭია ძალიან მაგარია მაგრამ კაი რა დონჩიჩი ეგარაა, ლონდარიძე დვალიშვილი სტაბილურად ცუდია. ნახე რა ვინმე ოდნავ ბანძი მარა ნახე რა. ნუ ვისაც კალათბურთი ოდნავ მაინც ესმის ყველა იტყვის რო ეს იყო საშინელება ანტი კალათბურთი.
ეჰ
22 თებერვალი 2019 17:48
4
ვერ ვხვდებით, რომ ევროპაში არავის არ ვევასებით, ჩვენ კი გასაპნულები ვეტენებით ყველგან და ყველაფერში
დათო
22 თებერვალი 2019 14:37
4
ბერდზნები რაც არიან მტელმა მსოპლიომ იცის მაგრამ ამ გუნდიტ მსოპლიოზე გასვლა პანტაზია იკო რა ლონდარიდზე რო გუნდჰი იკნება კაი რა მოკლედ სასცრაპოდ მცვრტნელი უნდა ჰეიცვალოს და ახალი გუნდი უნდა ჰეიკმნას სამიანებს ვერ აგდებენ სამიაბების გარეჰე დგევანდელი კალატბურტი არ არსებობს მარტო ჰერმადინი ტამაჰს ვერ მოიგებს
LEKSO KUTAISI
22 თებერვალი 2019 12:43
4
და ახალი მწვრთნელი რას იზამს??:)))) უცაბედად ფაჩულია-სანიკიძეებს აღმოაჩენს ?:)))
bergo
22 თებერვალი 2019 20:04
0
დისლაიქს რომ წერთ ერთი მითხარით რომელს მოგეწინათ ლონდარიძის და ბიქოლიშვილის თამაში..ეხლა არ თქვათ გამოუცდელები არიანო...ყველგან იყვნენ და ვერსად ვერაფერი აკეთეს..
Gio
22 თებერვალი 2019 14:45
0
ისე კალათბურთში ც მოვიდნენ უკვე ყაზახები ასტანა ფორმაშია დაფრინავენ უკვე იმედია ჩვენ კალათბურთელებსაც მიხედავენ
ბორის შუტკინი
22 თებერვალი 2019 01:39
15
შუტკინი, მაგრამ ბანძშუტკინი
შაკო
22 თებერვალი 2019 10:44
0
ბიჯო ყატარში თამაშობს ეგერ ცინცაძე და ბერიშვილი და ქართველი კალათბურთელი ს ყაზახეთში ხილვა გაგიკვირდება? Vtb ლიგაში ასტანა მაგარ ფორმაშია თან
vax
22 თებერვალი 2019 11:19
2
ეს ჩვენ ქართველებს მიგვაჩნია ყველა მეგობრად , თორემ ბერძნებმა კი გვანახეს როგორი მადლობელები არიან ჩვენი ქვეყნის!
giorgi
22 თებერვალი 2019 15:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული