საქართველოს ნაკრებმა ესტონელთა საჩუქარი ვერ გამოიყენა და საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: gbf.ge

21 თებერვალს, საქართველოს ნაკრები ირაკლიონში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლოსწინა მატჩში საბერძნეთთან 69:81 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს 71:70 და საქართველოს ნაკრებს თითქოს შანსი შეუნარჩუნდა.

საბერძნეთის ნაკრები ჯგუფიდან უკვე გასულია და უმოტივაციოდ იყო, ამიტომ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი არ ათამაშეს, ჩვენს გუნდს კი სახვადასხვა მიზეზით არაერთი ლიდერი აკლდა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ცინცაძე, შერმადინი, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში მასპინძლები უკეთესად გამოიყურებოდნენ, სამქულიანები წაუვიდათ, 19:7 დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედი კი 9 ქულით მოიგეს.

შუა მეორე მეოთხედში ჩვენმა
გუნდმა ანგარიში კი შეამცირა, მაგრამ ბოლოს შეცდომები დაუშვეს და პირველი ტაიმი 31:44 წააგეს.

ბერძნები აშკარად უკეთ ისროდნენ პერიმეტრიდან და მესამე პერიოდის დასაწყისში უკვე 22 ქულით გავიდნენ წინ. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა კარგი მონაკვეთი ჩაატარა და ბერიშვილისა და შერმადინის მეცადინეობით ანგარიში 12 ქულამდე შეამცირა. თუმცა, საბერძნეთმა მაინც მოახერხა დასკვნითი მეოთხედის 15 ქულით მოგება.

მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ეგ იყო და ეგ, მეტი ვეღარ შესძლო და 69:81 წააგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 26 ქულა, 15 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 37 შეადგინა. მაკფადენმა 18 ქულა ჩააგდო, ბერიშვილმა 10, სანაძემ 6, ცინცაძემ 5, ანდრონიკაშვილმა კი 4.

მკითხველის კომენტარები / 29 /
შანსი უკვე მაშინ დავკაგეთ ჯგუფში ორივე თამაში გერმანია სერბეთთან რომ წავაგეთ. არა უშავს ბევრი ბიჭები გვაკლდნენ და ვინც იყვნენ გამოცდილება მიიღეს. მე პირადად ძალიან მომეწონა ამ თამაშებში ანდრონიკაშვილი, ამ ბიჭს ააქვს საკალთბურთო სითავხედეე და თვითდაჯერება, მას რომ ფიზიკური სიძლიერე ქონდეს ახლავე იქნებოდა ძალიან კარგი გამთამაშებელი. ასე რომ მომავალს დიდი იმედებით ველი, არანაკლები ნაკრები გვეყოლება ვიდრე გვყავდა ამაში დარწმუნებული ვარ. ბრავო ზოროსს
Geo_Dinamo
02:21 22-02-2019
3
წინა ტურში საბერძნეთი უკვე გასული იყო 23 ქულიტ რო წააგო სერბებთან ჩვენთან რო გაახსენდათ ფეირ პლეი სერბებთან რატო არ გაახსენდათ ვილოცებ მსოფლიოზე სერბებმა გამოაგდონ ;'D
ნოდო
01:21 22-02-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული