მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, სტუმრად საბერძნეთთან დამარცხების (68:81) შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გიორგი შერმადინმა გააკეთა.
"მოწინააღმდეგეს მოგებას ვულოცავ, დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. ძალიან მოვინდომეთ, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. საბერძნეთმა უკეთ იასპარეზა.
ბოლო შეხვედრა დაგვრჩა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მომავალია. ახალგაზრდა კალათბურთელები გვყავს და შემდეგი შესარჩევი ციკლისთვის მოვემზდებით".
ნეტავ ვცდებოდე...