საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 თებერვალს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩი ესტონეთთან 77:84 წააგო.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და სპორტის სასახლე ბოლომდე არ გაივსო, თუმცა გულშემატკივარი აქტიურად უჭერდა ილიას ზუროსის გუნდს მხარს.

შეგახსენებთ, წინა ტურში ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი სასტარტო შემადგენლობით დაიწყო: შერმადინი, ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა შემდეგ მასპინძლები წინ 9 ქულით გაიჭრნენ, პირველი მეოთხედი კი 27:21 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ კვლავ შეუჩერებელი იყო შერმადინი და წინა
მატჩისგან განსხვავებით ჩვენი კალათბურთელები პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ.

მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების ზედიზედ რამდენიმე დაკარგვის შემდეგ სტუმრები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ დ პირველი ტაიმი 48:42 მოიგეს.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, 25-ე წუთზე წინ გაიჭრა და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში 62:60 იყო.

ბოლო პერიოდი ისევე როგორც მთელი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, ორმხრივი შეცდომებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

შერმადინმა 22 ქულა ჩააგდო (15-ჯერ მოხსნა ბურთი), სანაძემ 21, მაკფადენმა 20, ცინცაძემ 8, ბერიშვილმა 4, ანდრონიკაშვილმა კი 2.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 12-დან 5 შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
მაღალი კლასის მოთამაშეების დეფიციტია, ზუროსიც სადღაც დაიკარგა. კოკოშკოვს არ ვაფასებდით, სლოვენია კი გახადა ჩემპიონი.
მერაბი
24 თებერვალი 2019 22:24
7
კოკოშკოვს ოქროს თაობა ყავდა,ზუროსს კი ნარჩენები შეხვდა/ რა ქნას ამ კაცმა, გაუზარდოს ფედერაციამ კარგი ბიჭები და თუ ვერ ათამაშა , მერე მოსთხოვეთ.
-
24 თებერვალი 2019 23:19
0
ასეთი გუნდით კი არ მოიგო ევროპა.
-
24 თებერვალი 2019 23:21
0
რა დადძაბულ ბრძოლაში არ გრცხვენიათ ?//საჩუქრი მოგცათ წინა შეხვედრაში და ახალა ტავს გაიმართლებთ აბა სერბეთს მოუგო და ჩვენ რას გვიაზავდაო Fარჩაკები Xართ
tazo
24 თებერვალი 2019 23:19
0
ვინ ჰაიბარა კალატბურტი ხო ხედავტ.ფეხბურტზე 2 ჯერ ზვირია კალატბურტის სექციები.ბურტებსაც ბავსჰვებს აყიდვინებენ ესეტი გაგიგიატ ხალხო.ბიზნესია კლანის ჰვენი კალატბურტი.
bajo
24 თებერვალი 2019 22:47
0
გეთქვათ ან მიგენიშნებინათ მაინც რომ ამ თამაშის გამაზვას აპირებდით ერთ ორ კაპიკს ჩვენც ვიშოვიდით და მადლობელიც დაგრჩებოდით
megre
24 თებერვალი 2019 21:51
5
კალათბურთელების შედეგი გასაკვირი არაა, ჩემპიონატს შემდეგ ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა,არ გვკვდა შენგელიაც და რატომ ელოდნენ სხვა შედეგს და საერთოდ გორგოძემც რაგბიში ადრე დაასრულა სანაკრებო კარიერა აქ ფაჩულიამ ნაკრებში თამაშზე თავი შეიკავა.ნაღდად წაადგებოდა ფაჩულია ნაკრებს,როგორც გორგოძე რაგბიში გამოადგება-სირცხვილია მიბაძეთ ხორვატებს.
daviti
24 თებერვალი 2019 21:45
3
მწვრთნელის ბრალი იმაშია, რომ გუნდი დაცვას საერთოდ არ თამაშობდა, როცა ამ შემადგენლობითაც შეეძლო არაფრითგამორჩეულ ესტონეთთან მოეგო. მეორე, ის რომ სათადარიგო ხუთეულს საერთოდ არ ენდობა და არც კომბინაციაში რთავს, მხოლოდ ზონების გათავისუფლება ევალებათ. მესამე ის, რომ ე.წ. "ძველებს" პასის გაკეთება "უჭირთ", ბურთს ვერ ელევიან და ურჩევნიათ თვითონ "დააგვირგვინონ". ასე, ამ დისციპლინით ვერ გავფრინდებით. ზოგის ტალანტი კიდევ გადასაფასებელია და ა.შ.
soso
25 თებერვალი 2019 10:06
1
როგორც ჩანს მარტო მე არ ვამჩნევ :)
http://lelo.ge/article/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93-12297
პასუხი
26 თებერვალი 2019 12:04
0
კალათბურთი როდესმე გითამაშია, ან გიყურებია?
soso-ს
25 თებერვალი 2019 17:58
1
თქვენ თუ მაგას ვერ ხვდებით რომ ტოტალიზატორზე გამაზეს ეს ყოვლად არაფრისმომცემი თამაში საღოლ თქვენ.იგივე სასტავით ბერძნებს ფაქტიურად მოუგეს და ამ ერთ ერთ სუსტ გუნდთან კი ვითომ ბრძოლაში წააგეს.დააკვირდით 75-74ზე ცოცხალი თავით 24წამში ბურთს არ ისროდნენ კალათში.კარგია 50ლარში 450ლარს რომ მოიგებ და წარმოიდგინეთ თვითონ რა ფულები ჩახსნეს
lado
24 თებერვალი 2019 23:36
12
გულის სიღრმეში მქონდა პატარა იმედი, რომ მოუგებდით ესტონეთს. თუმცა მატჩის დიდმა ნაწილმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვა!რაც შეეხება ბატონ ილიას ზუროს, ჯერ კიდევ ევრობასკეტ-2017 (ისრაელის) შემდეგ იყო გასაშვები მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. ახლაც არ არის გვიან-ვუთხრათ მადლობა და გავანთავისუფლოთ! საჭიროა ახალი, უფრო მაღალი რანგის მწვრთნელი, საჭიროა ნაკრების შემადგენლობის განახლება და უკეთესი შედეგი გვექნება აუცილებლად!
თენგიზ პაჭკორია
24 თებერვალი 2019 23:04
16
ველოდი მარცხს, მაგრამ მაინც ,,დამანგრია"--მომავალი არ ჩანს- შენგელია, ბითაძე, შერმადინი და მორჩა, ანდრონიკაშივილი შეიძლება, სხვები ? ისიანი , მამუკელაშვილი ბულაშვილი არ მგონია, იმიტომ რომ ყველა ასაკობრივის თამაშებს თვალს ვადევნებ და დიდი მოლოდინი სამწუხაროდ არ გამჩენია. ასევეა ფეხბურთში, მხოლოდ ჩაკვეტაძე ისიც ზრდა თუ განაგრძო, მარტო რაგბში ჩანს მომავალი.. ისე -ზუროსის პასუხისმგებლობა მარტო ბერძნებთან ბოლოს ძნელად, არა ,,უძნელესად" მოსახერხებელი მარცხის გამო უნდა დამდგარიყო.. უფალო გადაარჩინე საქართველო.
გუსანი
24 თებერვალი 2019 22:16
4
გიორგი ბეჟანიშვილს არ ადევნებ თვალს?
mirosan
24 თებერვალი 2019 22:43
0
ბიჭო რა 10 კუში ამოვარდა:) სპეციალურად წაგესო ეგ გამორიცხულია უბრალოდ სასტავი არ გვყავდა და 3 კალათბურთელი თამაშობდა მარტო. ბითაძე შენგელია ბურჯანაზე რო გვყოლოდა ამ ესტონეთს 10 დან 10 მოვიგებთ
გოგა
24 თებერვალი 2019 22:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული