საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 თებერვალს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩი ესტონეთთან 77:84 წააგო.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და სპორტის სასახლე ბოლომდე არ გაივსო, თუმცა გულშემატკივარი აქტიურად უჭერდა ილიას ზუროსის გუნდს მხარს.

შეგახსენებთ, წინა ტურში ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი სასტარტო შემადგენლობით დაიწყო: შერმადინი, ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა შემდეგ მასპინძლები წინ 9 ქულით გაიჭრნენ, პირველი მეოთხედი კი 27:21 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ კვლავ შეუჩერებელი იყო შერმადინი და წინა
მატჩისგან განსხვავებით ჩვენი კალათბურთელები პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ.

მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების ზედიზედ რამდენიმე დაკარგვის შემდეგ სტუმრები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ დ პირველი ტაიმი 48:42 მოიგეს.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, 25-ე წუთზე წინ გაიჭრა და დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში 62:60 იყო.

ბოლო პერიოდი ისევე როგორც მთელი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, ორმხრივი შეცდომებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

შერმადინმა 22 ქულა ჩააგდო (15-ჯერ მოხსნა ბურთი), სანაძემ 21, მაკფადენმა 20, ცინცაძემ 8, ბერიშვილმა 4, ანდრონიკაშვილმა კი 2.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 12-დან 5 შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
Kargit ra.nu agvicruet guli
Misha
24 თებერვალი 2019 23:18
1
კომენტარებში მუდმივად უკმაყოფილო და "ყოვლისმცოდნეთა" მოსაზღებები ყოველგვარ ზღვარს ცდება. უმეტესობა სპორტის სასახლეში ნამყოფიც არ არის. საქართველოს ნაკრებს არ ყავდა ძირითადი მოთამაშეები: ბითაძე, შენგელია, ჯენინგი, ბურჯანაძე, მამუკელაშვილი. სრულიად უმოტივაციო თამაში იყო. მით უმეტეს, რომ სერბეთი დიდი ანგარიშით ამარცხებდა ისრაელს და მე-4 ადგილი(უკეთესი კალათი) გარანტირებული გვქონდა. ესტონეთის ნაკრები მოტივირებული იყო: ჯერ ერთი, უნდა დაემტკიცებინა, რომ შესუსტებულ სერბეთს მხოლოდ იღბალიტ არ მოუგეს, მეორეც, საქართველოს ნაკრებთან სახლში დამარცხების შემდეგ ადამიანურად რევანში სურდა, თანაც ძირითადი ძალა თითქმის სრული შემადგენლობით ყავდათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობითაც ალბათ 10-დან 10-ჯერ მოუგებს ესტონეთის ნაკრებს, ოდნავ მეტს თუ მოინდომებს. ამ გუნდს პერსპექტივა აქვს. ნაკრებს ყავს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ევროპაში. პრობლემა ზოგადად სპორტის სახეობების დაფინანსებაშია(ერთი-ორ გამონაკლისზე არ ვსაუბრობ). მთელი ქართული კალათბურთი კლუბებიანად, ყველა ნაკრებიანად, მწვრთნელებიან-მსაჯებიანად, დარბაზების, სასტუმროების და მგზავრობის ჩათვლით წლიურად იმაზე ნაკლები თანხით ფინანსდება, ვიდრე ზაზა ფაჩულიას ხელფასი აქვს. თუ იმასაც გაითვალისწინებთ, რომ კალათბურთის ფედერაციას საკუთრებაში არათუ დარბაზი, ერთი ოთახიც არ აქვს, ის შედეგები, რაც იდება, სუპერმიღწევად უნდა ჩაითვალოს. თანაც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჩემპიონატების მატჩები ცარიელ დარბაზებში ტარდება. ანუ, გულშემატკივრები ისიც ხანდახან, მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშებზე დადიან. გუშინაც, დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო და დამსწრეთაგან ნაწილი ბილეთების გარეშე, მოსაწვევებით ისხდა. ასე რომ, თუ შედეგი გსურთ, კი არ უნდა იბუზღუნოთ, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე იარეთ, გუნდები დაასპონსორეთ და წარმატებაც მოვა.
მამუკა
25 თებერვალი 2019 17:57
5
საქართველოს ნაკრებში მოთამაშეს მოტივაცია სჭირდება? სულ 5-6 თამაშია წელიწადში. მაღალი დონის გუნდიდან მარტო შერმადინი იყო და მონასავით გაისარჯა. თანაც ესტონეთმა მეორე შემადგენლობით ითამაშა, როგორც დაიწერა.გამოდის ესტონელებს უკეთესი დონის ეროვნული ჩემპიონატი აქვთ. ახლა თქვენ სპობთ კალათბურთს, ფაჩულია რომ ჩამოვა, მერე ის მოსპობს. პიარზე გაქვთ მარტო აქცენტი ორივე მხარეს. თუ შეიძლება ზუროსი დატოვეთ. ერთი რაც კარგი გაკეთდა, ამ კარგი კაცის ჩამოყვანაა. ის 2 სერბ-ხორვატი კი მოაშორეთ.ცეკას მეორე მდივანივით გულგრილი სახეებით და ვის სჭირდება.ეგენი მოტივაციას ვერ გაუზრდიან ვერავის.
-
26 თებერვალი 2019 13:04
0
ეს მამუკელაშვილი რომელი ძირითადი ბირთვის მოთამაშეა?! რა უთამაშია ნაკრებში, 3 წუთი? საერთოდ საკითხავია ღირს თუ არა მისი დაძახება. მაგ კლასის მოთამაშე და უკეთესი შეიძლება სუერპლიგაში მოიძებნოს და ბევრიც გუშინ სკამზე იჯდა. რეალობას შეხედეთ და კრიტიკულები იყავით, არასოდესაა ცუდი. "რა მოხდა მერე" ლაპარაკით გადის წლები.
სოსო
25 თებერვალი 2019 18:50
0
გორგოძე რო გვყოლოდა მოვიგებდით
aleko
24 თებერვალი 2019 23:34
2
movaxerxet :( zurosi balvania
borgati
24 თებერვალი 2019 21:14
12
არამარტო ზუროსაა ბალვანი არამედ ის გაურკვეველი ასისტენტები უცხოელები რომ უზის დიდის ამბით! მაგას ქართველები მოამზადონ მხოლოდ და ყავდეს და ასწავლოს სჯობს ვიდრე ამხელა სტაფი დდა ამდენი უცხოელი ასისტენტი რომელიც არაფერს აკეთებს
Rumba
24 თებერვალი 2019 22:32
4
იცით რა მაძლევს იმედს პირველი ეტაპიდან დაწყწბული ყველა თამაში სრული შემადგენლობით რო გვეთამაშა გავიდოდით მსოფლიოზე დარწმუნებული ვარ 100%
გოგა
25 თებერვალი 2019 16:29
0
ამ დღეებში იტალიის საფეხბურთო C ლიგიდან "პიაჩენცა" მოიხსნა, რადგან მოედანზე 8 კაცით გავიდა და 0:20 წააგო... ასე, რომ ჩვენ კიდევ კარგი ანგარიშით დავმარცხდით, რადგან სად 11 კაცში რომ გაკლია 3 კაცი და სად კიდევ 5-ში...
მ. ტ.
25 თებერვალი 2019 13:33
0
კარგით რა ხალხო რა ამბავში ხართ მეორე სასტავით წავაგეთ უმოტივაციო თამაში მეოთხე ადგილზე ვიყავით და მაინც იქ დავრჩით მეოთხეზე ისე საუბრობს ზოგიერთი აქ რო ეს რო არ წაგვეგო მსოფლიოზე გავდიოდით:) მასე ჩვენც მოუგეთ ლიტვას 2 თამაში ზედიზედ სერბეთსაც მოუგეთ და საბერძნეთსაც თავი არ მოუკლავთ. კარგი მწვრთნელი გვყავს ოღონდ თუ სასტავი არ ეყოლება რა ქნას ამ კაცმა ჯადოქარი კი არაა
გოგა
25 თებერვალი 2019 16:27
2
შესაძლოა ზუროსმაც წაიყომარა, ესტონეთის მოგებას 6 კუში ჰქონდა.)) მაინც ვერ გავდიოდით)) სამწუხაროდ მთელი მსოფლიო ყომარობს და ეს ის მაფიაა რომელშიც არავინ ჩაგვახედებს. მოკლედ, მე მგონია რომ ზუროსმა შესაძლოა წაიყომარა... აბა ცინცაძის შემოყვანა ბოლო წუთებზე სხვა რაზე უნდა მიანიშნებდეს? ცწორედ ცინცაძის უაზრობების გამო წავაგეთ საბერძნეთთან ერთი ქულით და ეს ზუროსმაც კარგად იცოდა. პ.ს. პარადოქსია, პირველი სამი კალათბურთელი რომლებმაც ქულების მაქსიმუმი მოაგროვა ჩვენები არიან: შერმადინი - 22 ქულა, სანაძე - 21ქულა, მაკფადენი 20 - ქულა, და მიუხედავად ამისა მაინც წავაგეთ, ანუ ბიჭებმა კარგათ ითამაშეს, მაგრამ მწვრთნელმა წააგო ტაქტიკურად. მაგრამ თუ ეს მართლაც ესეა, მიუხედავად ამისა ზუროსი კაი მწვრთნელია.
ირაკლი
25 თებერვალი 2019 12:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული