ძალიან გავბრაზდი, მაგრამ... - ბექა ბურჯანაძე საქართველოში ვერჩამოსვლის მიზეზებზე საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "დელტიკოს" კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ნაკრების მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის მატჩებზე ვერჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძე ნაკრებს საბერძნეთთან და ესტონეთთან მატჩში ვერ დაეხმარა.

- მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შენს ვერჩამოსვლაზე, ფაქტობრივად, არაფერი თქვა. რა იყო მიზეზი?
- სავიზო პრობლემები შემექმნა. კლუბს უნდა მოეწესრიგებინა საბუთები, რომლითაც ესპანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მექნებოდა, მაგრამ "დელტიკომ" ძალიან დააგვიანა... ამასობაში ნაკრების თამაშების დროც მოვიდა. როგორც აღმოჩნდა, საბუთის მისაღებად თურქეთში უნდა ჩავფრენილიყავი. საბუთი პარასკევს, 22 თებერვალს სტამბოლში უნდა მიმეღო, ჩავედი
კიდეც, მაგრამ დამირეკეს - საბუთის მისაღებად პარასკევის ნაცვლად ორშაბათს უნდა მიხვიდეო. ძალიან გავბრაზდი, კვირას ხომ ესტონეთთან სათამაშოდ ვემზადებოდი... მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. უქმეების სტამბოლში გატარება მომიწია, შემდეგ კი კვლავ ესპანეთში გავფრინდი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული