ბექა ბურჯანაძემ "ბარსელონას" 16 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
19 მაისს, ლიგა ენდესას 33-ე ტურში ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოა" სტუმრად 71:88 დამარცხდა "ბარსელონასთან".

ბურჯანაძემ 30:10 წუთში 16 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 17 იყო და ის თავის გუნდში საუკეთესო გახლდათ.

"გიპუსკოა" 10 მოგებით მე-17 ადგილზეა და გასავარდნად აქვს საქმე. 26 მაისს, ბოლო ტურში ბურჯანაძის" გუნდი "რეალს" უმასპინძლებს და ლიგა ენდესაზე ადგილის შესანარჩუნებლად გამარჯვება სჭირდება, თუმცა, შესაძლოა, მოგებამაც ვერ უშველოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული