შერმადინი და მაკფადენი ტურის სიმბოლურში და MVP-ის ტიტულის მოგების კარგი შანსი

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთი ბელგრადში 94:90 დაამარცხა. ამ შეხვედრას ფიბას ოფიციალურ საიტზეც დიდი ყურადღება დაეთმო, ხოლო მეორე ტურის სიმბოლური ნაკრების შედგენისას ჩვენი ნაკრების ორი კალათბურთელი აღიარეს – თად მაკფადენი მსროლელის პოზიციაზე დააყენეს, გიორგი შერმადინი – ცენტრის.

ბელგრადში შერმადინმა 14-დან 9 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 23 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა. რაც შეეხება მაკფადენს, მისი მონაგარი გახლდათ 33 ქულა, 7 პასი და 31 სარგებლიანობის ინდექსი. ჩვენი მოთამაშეების გვერდით სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ ბელგიელი ჯონათან ტაბუ,
რუსი ვიტალი ფრიძონი და ლიეტუველი ეიმანტას ბენზიუსი.

ამ ხუთეულიდან მიმდინარეობს გამოკითხვა ტურის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად, რომელშიც თად მაკფადენი დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო მეორეზე მყარად გიორგი შერმადინია. გთხოვთ, იაქტიუროთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია ჩვენი ნაკრების წევრთა სასარგებლოდ.

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე:


მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაქდაფენი იმსახურებს
Gio gio
20:09 26-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული