ზუროსი: შენგელიამ ფინალის შემდეგ მომწერა, რომ ასეთივე წარმატების მიღწევა ნაკრებში სურს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას თაობაზე eurohoops-ის ჟურნალისტ ახილიას მავროდონტისთან ისაუბრა.

"შენგელია მართლაც კონცენტრირებულია თავის ეროვნულ გუნდზე. ესპანეთის ჩემპიონატი "ბასკონიასთან" ერთად მოიგო და ამაყად ააფრიალა საქართველოს დროშა. ფინალის შემდეგ სულ რაღაც ერთ საათში მომწერა, რომ ერთი სული აქვს, ასეთ წარმატებას ნაკრებში როდის მიაღწევს.

ის საკუთარ ქვეყანას უმაღლეს დონეზე საუკეთესოდ წარმოაჩენს. სპორტი ხალხს აერთიანებს და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არა აქვს".

შეგახსენებთ, შენგელიას ცსკა-ში გადასვლას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
პოლიტიკა=სპორტი+კინო+თეატრი+მუსიკა. დაგუგლეთ მაინც იაროსლავ ჰოლიკი ვინ იყო და რა გააკეთა.
1. მავანთა გასაგონად კალათბურთი იმდენად კარგად ვიცი, ვერც კი წარმოუდგენიათ;
2. ცსკა არ უდრის (=) არც რუბინს და არც სპარტაკს და არც ზენიტს და რატომ ამის ახსნა თუ საჭიროა აღარ ვიცი..
3. შენგელია არ უდრის (=) არც კვარაცხელიას, არც ანანიძეს, არც ტაბიძეს. ღმერთმა ქნას მალე მათ შორის სპორტულ კლასსა და დონეზე ტოლობა დამეწეროს...
4. ევროპის ვარსკვლავი ნაკრების კაპიტანი რამდენი გვყავს ან გვყავდა??? რომელი მათგანი მოიქცეოდა ასე უგუნურად? კალაძე, გორგოძე თუ ფაჩულია? არცერთი...ერთი მათგანი მაინც ფერმკრთალად დაასველებდა სიტყვას...
5. კარიერაც მესმის, ჩემპიონობის წყურვილიც, ტიტულების მოპოვების სურვილიც, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს, მართლა გამიხარდება, მაგრამ ეროვნული ნაკრების კვართი და კაპიტნის სამკლაური ღირსეულ შემცვლელს უნდა ჩაბარდეს. მტკივნეულია ამის თქმა, მაგრამ მაგალითი უნდა იყოს მომავალი თაობისთვის. მიშა ფოცხვერიაც არ გახსოვს ახმატოვი "შახტარის"მილიონებს უარი რომ უთხრა და საქართველოს ნაკრებში ითამაშა? კარიერა დაინგრია ადამიანმა, გამართულად ქართულად ვერ მეტყველებდა...
Segestrya
17:58 12-08-2020
1
რა პოლიტიკა ამხელა ხალხი მართლა რეებს წერთ? ყველას ხო გყავთ შენგელია სოც. ქსელებში 8 აგვისტოს რამე დადო?? ზაზამ დადო სთორი, შენგელიამ ვერა :)) და საქართველოს კაპიტანს პოსტის დადება რო ეშინია კიდე კაპიტანია ?! აპრავეთ ეხლა შენგელია კაცია ევროლიგას მოიგებსო :) მოიგოს ვულოცავ !!!
არჩი
17:01 12-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული