იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი

AutoSharing Option
#Sixth_Man

პირველ რიგში, იგორ კოკოშკოვისა და ილიას ზუროსის შედარების დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის სპეციალისტებთან.

დავიწყოთ კოკოშკოვით:
უძლიერესი მწვრთნელია (ევროპის დონეზე), მაგრამ საქართველოს ნაკრებში მისი დრო უკვე ამოწურული იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმეს თავს ვერ ართმევდა კარგად. უბრალოდ, ჩვენი ნაკრები იმ კონდიციაში ჩადგა, ევროპის ერთ-ერთ სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა და ითვლება. შესაბამისად, ასეთი დონის გუნდს სჭირდება ჩამოყალიბებული სისტემა. ამას კი იგორის ტაქტიკა ვეღარ ესადაგებოდა.

კოკოშკოვი არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან პროდუქტიულად ათამაშებს გუნდს, რომელსაც ჰყავს
მსროლელები. ამის ნათელი მაგალითია სლოვენიის ეროვნული ნაკრების წარმატება იგორის "თავკაცობით". საქართველოს ნაკრებს კი, რამდენი სტაბილურად კარგი "სნაიპერი" ჰყავს? -  ძალიან ცოტა.

ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერ კლასიკური სტილით თამაში მოგვიწევს (მეპასე გამთამაშებელი, აქტიური ცენტრი და მძიმე ფორვარდი, დაცვაზე ორიენტირებული Role Player-ები). ვიმეორებ - ჯერ!

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც სერბი სპეციალისტის წასვლის დრო იყო და ასეც მოხდა, თორემ მას ენთუზიაზმს არავინ უკარგავს. გუნდისა და მწვრთნელის სტილი ვეღარ მიესადაგა ერთმანეთს, უბრალოდ.

რა მოხდა შემდეგ? მოვიდა ილიას ზუროსი, რომელიც ნამდვილადაა კლასიკური კალათბურთის მიმდევარი, მაგრამ, კოკოშკოვისგან განსხვავებით, ენთუზიაზმის ნასახიც არ ეტყობა...

გაგიჩნდათ ბოლო ფრაზაზე პროტესტის გრძნობა? მესმის, იმიტომ, რომ თამაშების დროს მთელი მონდომებით ცდილობს მოგებას, მაგრამ სად ჩანს ენთუზიაზმი, როცა კონკრეტული სისტემის შექმნაა საჭირო? სწორედ ამაზეა საუბარი.

ვამბობთ კლასიკური სტილიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ გამთამაშებლისა და 3-წამიანი ზონის "მაღლებით" უნდა ხდებოდეს შეტევა.

ილიას ზუროსი ზედმეტად ინერტულად უდგება საკითხს და მისი შეტევა მთლიანად წინახაზელების იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული, სამწუხაროდ...

ამის შემდეგ ისმის კითხვა: მწვრთნელი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ მოთამაშეები ვარჯიშებზე დაიბაროს და შეხვედრების დროს ცვლილებები გააკეთოს? - არა, რა თქმა უნდა... ტაქტიკა, სტრატეგია... სადაა ეს ყველაფერი? მაღლებისთვის ბურთის ჩაგდება და იმპროვიზაციის ლოდინი არც ერთია და არც - მეორე.

არ ვიცი, ფედერაცია რას აპირებს, მაგრამ ამ კაცს ან სწორად მუშაობა უნდა მოეთხოვოს, ან იმ კონტრაქტს გადაეხედოს, რომელიც კიდევ ორი წელი გვავალდებულებს ამ ყველაფრის ყურებას...

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება ილიას ზუროსი, რომელიც იგორ კოკოშკოვის ენთუზიაზმითა და კლასიკური სტილის ნოვატორულთან სინთეზის მიდგომით დააბალანსებს საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე
მკითხველის კომენტარები / 28 /
რა იდიოტობა, ვინ დაწერა ეს? შედეგებს გადახედეთ რა დონის გუნდებს ვუგებთ და საკმაოდ ხშირადაც. ზუროსი ჭკვიანი და პრაგმატული მწვრთნელია, ყველა თამაში მოგება უნდა, არაქვს მნიშვნელობა რა შემადგენლობა ყავს და რა თამაშია ამხანაგური თუ ოფიციალური, აი ზუსტად ასეთი მწვრთნელი გვჭირდება და გვყავს კიდევაც.
გოგა
00:30 16-09-2020
1
ჯერ ერთი თუ ანალიზს აკეტებთ მეტი კვალიფიკაცია მოგეთხოვებათ, მიზეზები იხილეთ.
1. საერთოდ კოკოშკოვმა ამოწურა თავის თავი ნაკრებში. აგვიანებდა შეცვლებს, არ ათამაშებდა მთლიანად ნაკრებს, ეყრდნობოდა ერთეულებს, ეშინოდა ცვლილებების, კონსერვატორი ხედვები ქონდა.
2. ზუროსი ენერგიას გადასცემს გუნდს, ძლერი ტაქტიკოსია ვიდრე სტრატეგი, არ ეშინია ექსპერიმენტების, მინიმალური რესურსებით შეუძლია შედეგის დადება, შანს აძლევს ახალგაზრდებს, გუნდი განახლებადია მის ხელში, არ ცნობს ავტორიტეტებს.
პრაგმატიზმი
19:58 15-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული