საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 6 ქულით წააგო

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან 31:37 წააგო.

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა თბილისში ჩამოსვლამდე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდს ევროლიგისა და NBA-ს კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან. თუმცა თბილისურ „ბაბლში“ თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ითამაშებენ. ასე რომ, ჩვენი გუნდი ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაში სულაც არ არის და მეტადრე საინტერესო იყო, შენგელიას გარეშე როგორ იასპარეზებდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ილიას ზუროსის კრებულს ფინალურ ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, ფსოქოლოგიური წნეხისგან
თავისუფალია.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ფრენკამპი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია, ბურჯანაძე. დებიუტში ჩვენმა გუნდმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, შერმადინს რადულიცა არ აძლევდა გასაქანს და სერბეთი 11:2 დაწინაურდა. თუმცა ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა და დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 10:13 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მეორე პერიოდის დასაწყისში ბურჯანაძემ მესამე ფოლი მიიღო და ზუროსმა მოედნიდან გაიყვანა, ფრენკამპმა კი მე-14 წუთზე ჩვენი გუნდი მატჩში პირველად წინ გაიყვანა - 16:15. სამწუხაროდ, ზუროსის შეგირდებს არ წაუვიდათ სამქულიანები (12-დან 0), ბოლოსწინა წუთზე მხოლოდ ბერიშვილმა მოახერხა სამიანის ჩაგდება და პირველი ტაიმი 31:37 წავაგეთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მთლიანად თამაშიც. ძაან სუსტი დაცვა და უამრავი გაფუჭებული სროლა
: )))))))
20:57 19-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული