კონერ ფრენკამპი ფინეთთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დანაკლისია. სერბეთთან მატჩში ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ 2-3 კვირა ვერ ითამაშებს ეროვნული გუნდის ნატურალიზებული წევრი კონერ ფრენკამპი, რომლის დებიუტიც საქართველოს ნაკრებში უიღბლო გამოდგა. სერბეთთან მატჩის მესამე პერიოდის დასაწყისში ფრენკამპმა გარღვევა განახორციელა და ბურთი ნახტომში ესროლა, თუმცა მოედანზე უხერხულად დაეშვა და ფეხი დაიზიანა. მისი ტრავმის შესახებ გთავაზობთ ნაკრების ექიმის, თემურ ხვედელიძის კომენტარს:

„საქართველოს ნაკრების ამერიკელმა ლეგიონერმა კონერ ფრენკამპმა სერბეთთან მატჩის მესამე პერიოდის დასაწყისში მიიღო მარჯვენა მუხლის სახსრის დაზიანება. თამაშის შემდეგ იგი სათანადოდ გამოვიკვლიეთ. ჩაუტარდა მაგნოტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია,
რის შედეგადაც შეირჩა მკურნალობის მეთოდიკა – განტვირთვა რამდენიმე დღე. დავუნიშნეთ მუხლის მკურნალობითი თერაპია. 10 დღის შემდეგ მისი მდგომარეობა ასევე კვლევით გადამოწმდება და განისაზღვრება კონკრეტული დრო, რამდენ ხანში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. თუმცა დაახლოებითი მონახაზი ორი-სამი კვირაა.“

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
გამოჯანმრთელებას უსურვებთ
vaxo
20:33 20-02-2021
0
სამწუხაროა. კარგი ბიჭი ჩანს. წარმატებები.........
სტალინი
19:01 21-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული