საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან პირველი ტაიმი 19 ქულით წააგო

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე, უკანასკნელი ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 30:49 წააგო.

რიგი წამყვანი კალათბურთელების არყოფნისა და ახალი ლეგიონერის, ფრენკამპის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლეოდა, თუმცა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევდა.

ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ბაქრაძე, ფევაძე, ბოქოლიშვილი, ბურჯანაძე, შერმადინი. ისევე როგორც გასულ შეხვედრაში სერბეთთან, დებიუტში მეტოქე დაწინაურდა. კვლავ ბევრი იყო შეცდომები დაცვაში, ბურთის დაკარგვები, ვერც შეტევაში ვვარგობდით, მოწინააღმდეგე კარგად ისროდა სამქულიანებს და პირველი მეოთხედი 17:30 წავაგეთ.

მეორე პერიოდი პირველის მსგავსად წარიმართა, ჩვენი გუნდის კალათბურთელები უამრავ შედომებს უშვებდნენ და პირველი ტაიმი 30:49 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნახეთ მეორე ნახევრის დასაწყისში რა ხდება! :) ამხელა ჩამორჩენის ამოქაჩვა არ იყო ადვილი საქმე!
0
შერმადინი ლიდერი კი არა ძაან უჟილკო კალათბურთელია ისეთი სახითაა სულ თითქოს ეხვეწებიან ჩამოდი სათამაშოდო, ან ჩემპიონატის ბიჭები რო ასეთი დაბალი დონის თამაშს აჩვენებენ არ სჯობს სხვა გამოვიძახოთ ახალგაზრდები ევროპიდან?
Simartle
19:50 21-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული