საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 19-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, მაგრამ მაინც დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე, უკანასკნელ მატჩში საქართველოს ნაკრები ფინეთთან 70:78 დამარცხდა.

რიგი წამყვანი კალათბურთელების არყოფნისა და ახალი ლეგიონერის, ფრენკამპის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლეოდა, თუმცა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება ჰქონდათ.

ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ბაქრაძე, ფევაძე, ბოქოლიშვილი, ბურჯანაძე, შერმადინი. ისევე როგორც გასულ შეხვედრაში სერბეთთან, დებიუტში მეტოქე დაწინაურდა. კვლავ ბევრი იყო შეცდომები დაცვაში, ბურთის დაკარგვები, ვერც შეტევაში ვვარგობდით, მოწინააღმდეგე კარგად ისროდა სამქულიანებს და პირველი მეოთხედი 17:30 წავაგეთ.

მეორე პერიოდი პირველის
მსგავსად წარიმართა, ჩვენი გუნდის კალათბურთელები უამრავ შედომებს უშვებდნენ და პირველი ტაიმი 30:49 დასრულდა.

ზუროსის შეგირდებმა მესამე მეოთხედი ბრწყინვალედ ჩაატარეს, დაცვაში თამაში გამოასწორეს, თავდასხმაშიც დაჯაბნეს ფინელები და ანგარიში გაათანაბრეს.

სამწუხაროდ, დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრები ჯარიმებით დაიტვირთა, შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდა, 70:78 დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

ჩვენი გუნდიდან შერმადინმა 19 ქულა ჩააგდო (პლუს 12 მოხსნა და მარგი ქმედების 28-ინი კოეფიციენტი), 18 სანაძემ, 11 ბურჯანაძემ, 9 ბერიშვილმა და 6 ბოქოლიშვილმა.

ფინელთაგან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები ე. მერფი და ვალტონენი იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
შენგელიასა და სხვების გარეშე რაც ვართ გასაგებია, შერმადინი ყოველთვის კარგია, სანაძეს არა უშავს, დანარჩენები რაც არიაწ, არაფერს ვიტყვი
Nukri
21 თებერვალი 2021 21:31
0
სროლი არ იცით ძმებო და როგორ მოიგებთ. საბოლოოდ რაც არ უნდა მაგარი იყო სროლა და ქულაა მთავარი, დადექი და ისროლე დღეში ათასჯერ
gori
21 თებერვალი 2021 21:29
0
ორ თამაშში რამდენი სამქულიანი გააფუჭეთ, აღარ უნდა ჩაბარდეს წარსულს სიტყვა - სროლა არ წაუვიდა ???????????????????????????? სირცხვილია უკვე, მთელი მსოფლიო ისვრის........................
???????????????
21 თებერვალი 2021 21:27
0
ბურჯანაძეს დავიწყებია კალათბურთის თამაში. ჯინჭარაძე საიდან გამოჩხრიკეს? სულელური ფრაზა - "ნაკრები ყველასია" უნდა დავივიწყოთ. ნაკრები მხოლოდ იმათია ვინც კალათბურთის აზრზეა
dat
21 თებერვალი 2021 21:25
1
გურასპაულო წადი cska-ს უგულსემატკივრე
გიორგი
21 თებერვალი 2021 21:24
18
მარადიული პრობლემა რის გამოც უცხოელებს ვეძებთ, სამქულიანი ს რ ო ლ ა . დადექით და დღეში 1000-ჯერ ისროლეთ, რასაც აკეთებენ წარმატებული კალათბურთელები. სროლა იგებს, ისწავლით მოიგებთ, არ ისწავლით და მასე იქნება
kaxa
21 თებერვალი 2021 21:24
0
gescavla srola mere da xo itamashebdi evropashi:)))))))))))
კომბა
21 თებერვალი 2021 22:56
5
araushavs .kidev ertxel vambob rom evropis chempionatze sruli shemadgenlpbit absoluturad sxva nakrebi viknebit.es tamashebi ki akaurebmac kargad gamoiyenon da igrdznon sanakrebo matchi, daushvan shecdomac da iscavlon an shecdomebze. aba ahal saxeebs sxvanairsd rogor mivigebt.mshvenivrad iomes bichebma mteli cikli miuxedavad imisa rom isedac gasulebi vikavit rogorc maspindzlebi. mtavaria janmrteloba hqondet yvelas da 2022 shi saocrebas vizamt ai naxavt!madloba nakrebs, shecdomis damshveb motamasheebs met kuradgeba da mushaobas da daskvnebis gamotanas vusurveb da yvelaferi kargad ikneba!
კუ კობსონი
21 თებერვალი 2021 21:19
2
შენგელიას გარეშე ნაკრები ნულია
იაგო
21 თებერვალი 2021 21:13
6
სამიანების მსროლელის პრობლემა გვაქვს და შენგელია რომელი სამიანების მსროლელი ნახე?
არტ
22 თებერვალი 2021 01:50
0
შენგელია ფაჩულია და ძმები ბოისები გვაკლდნენ დღეს თორემ უეჭველი მოვიგებდით :)
Shen
21 თებერვალი 2021 21:05
8
ჰა, ჰა, ჰა .... თვითკრიტიკა აკლიათ
გუსანი
22 თებერვალი 2021 00:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული