საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 19-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, მაგრამ მაინც დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე, უკანასკნელ მატჩში საქართველოს ნაკრები ფინეთთან 70:78 დამარცხდა.

რიგი წამყვანი კალათბურთელების არყოფნისა და ახალი ლეგიონერის, ფრენკამპის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლეოდა, თუმცა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება ჰქონდათ.

ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ბაქრაძე, ფევაძე, ბოქოლიშვილი, ბურჯანაძე, შერმადინი. ისევე როგორც გასულ შეხვედრაში სერბეთთან, დებიუტში მეტოქე დაწინაურდა. კვლავ ბევრი იყო შეცდომები დაცვაში, ბურთის დაკარგვები, ვერც შეტევაში ვვარგობდით, მოწინააღმდეგე კარგად ისროდა სამქულიანებს და პირველი მეოთხედი 17:30 წავაგეთ.

მეორე პერიოდი პირველის
მსგავსად წარიმართა, ჩვენი გუნდის კალათბურთელები უამრავ შედომებს უშვებდნენ და პირველი ტაიმი 30:49 დასრულდა.

ზუროსის შეგირდებმა მესამე მეოთხედი ბრწყინვალედ ჩაატარეს, დაცვაში თამაში გამოასწორეს, თავდასხმაშიც დაჯაბნეს ფინელები და ანგარიში გაათანაბრეს.

სამწუხაროდ, დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრები ჯარიმებით დაიტვირთა, შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდა, 70:78 დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

ჩვენი გუნდიდან შერმადინმა 19 ქულა ჩააგდო (პლუს 12 მოხსნა და მარგი ქმედების 28-ინი კოეფიციენტი), 18 სანაძემ, 11 ბურჯანაძემ, 9 ბერიშვილმა და 6 ბოქოლიშვილმა.

ფინელთაგან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები ე. მერფი და ვალტონენი იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
მცველები თუ სამქულიანებს ვერ ისვრიან,ძალიან ძნელია გამარჯვებაზე ფიქრი.ადრე მაკ ფადენი გვშველოდა,მის გარეშე კი,ბურთის გათამაშებაც გაგვიჭირდა და ჩაგდებაც.ამ თამაშშიც აშკარად ჩანდა ბიჭების ფსიქოლოგიური დაძაბულობა.თავიდან არაფერი გამოგვდიოდა(სერბებთანაც ასევე იყო) და ფინელებმა გადაგვიარეს,მაგრამ ზუროსის გრაჩევის შემდეგ,თანაც როცა დასაკარგი აღარაფერი გვქონდა,გუნდი დაწყნარდა და თამაშიც წაუვიდა.მაგრამ როგორც კი დავეწიეთ ანგარიშში და გამარჯვების შანსი დაბრუნდა,დაძაბულობამ ისევ იჩინა თავი.საბრძოლველად ვიყავით მზად,მაგრამ გამარჯვებისათვის არა.ყველას ხელი უკანკალებდა და მარტო შერმადინი,ვეღარაფერს შველოდა.სამი კაცი ხელებზე რომ გკიდია,კი უნდა მიხვდეს ვინმე,რომ თავისუფალ პოზიციაზე გაეხსნას და პასი მიიღოს.სამქულიანის სროლის ეშინოდათ,აშკარად ჩანდა და ბოლო წუთებში თუ წამებში,ეს უაზრო დაკარგვები,სწორედ ამან გამოიწვია.როცა ლიდერებს მიჰყავთ თამაში,ისინიც მხარს უბავენ,მაგრამ როცა ლიდერი არ არის და მათზე ვარდება მატჩის ბედი,ამისათვის ფსიქოლოგიურად ვერ არიან მზად.
სოსო
22:09 21-02-2021
0
მგონი ნაკრებში რომ კაცია სროლა უნდა იცოდეს და სროლის არ უნდა ეშინოდეს.
სირცხვილია უკვე
21:33 21-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული