საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 19-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, მაგრამ მაინც დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე, უკანასკნელ მატჩში საქართველოს ნაკრები ფინეთთან 70:78 დამარცხდა.

რიგი წამყვანი კალათბურთელების არყოფნისა და ახალი ლეგიონერის, ფრენკამპის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლეოდა, თუმცა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება ჰქონდათ.

ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ბაქრაძე, ფევაძე, ბოქოლიშვილი, ბურჯანაძე, შერმადინი. ისევე როგორც გასულ შეხვედრაში სერბეთთან, დებიუტში მეტოქე დაწინაურდა. კვლავ ბევრი იყო შეცდომები დაცვაში, ბურთის დაკარგვები, ვერც შეტევაში ვვარგობდით, მოწინააღმდეგე კარგად ისროდა სამქულიანებს და პირველი მეოთხედი 17:30 წავაგეთ.

მეორე პერიოდი პირველის
მსგავსად წარიმართა, ჩვენი გუნდის კალათბურთელები უამრავ შედომებს უშვებდნენ და პირველი ტაიმი 30:49 დასრულდა.

ზუროსის შეგირდებმა მესამე მეოთხედი ბრწყინვალედ ჩაატარეს, დაცვაში თამაში გამოასწორეს, თავდასხმაშიც დაჯაბნეს ფინელები და ანგარიში გაათანაბრეს.

სამწუხაროდ, დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრები ჯარიმებით დაიტვირთა, შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდა, 70:78 დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

ჩვენი გუნდიდან შერმადინმა 19 ქულა ჩააგდო (პლუს 12 მოხსნა და მარგი ქმედების 28-ინი კოეფიციენტი), 18 სანაძემ, 11 ბურჯანაძემ, 9 ბერიშვილმა და 6 ბოქოლიშვილმა.

ფინელთაგან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები ე. მერფი და ვალტონენი იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ფინეთის დონის გუნდებს შენგელია იყოს და ნებისმიერი სასტავით ვეყოფით, სერბეთან არ ვიცი და ამ ფინეთს შენგელია, რო ყოფილიყო თავისუფლად მოვუგებდით. ყოჩაღ ზუროს მაგარი მწვრთნელია, კალათბურთელების დონემ დაღალატა თორემ რა 19 ქულა ამოუქაჩა. თამაში 7 8 3 თუ ვერ ჩაგდე როგორ გინდა თამაში მოიგო? რატომ ვერ ისვრიან რა ჭირთ, ან რატომ უკანკალებთ ხელი. როგორ დავიჯერო 3 ქულიანის მსროლელი საქართველოსში ერთი და ორი კაცი არ არის
გოგა
14:22 22-02-2021
0
სრული ფიასკო, მთლად მოულოდნელიც არა. დაბალია სათამაშო პოტენცილი ჩვენი ლიდერების-თოკოს და ტედის გარეშე. სანაძე და მეტად ბურჯანაძე ,აშკარად ვერ ზიდავენ ლიდერობას, რამდენიც არ უნდა აქონ კომენტატორებმა, ძალიან, ძალიან ბევრ უაზრო დაკარგვებს აკეთებენ, სწორხაზოვანი მოქმედებებით. სხვებს სათამაშო IQ კიდევ უფრო დაბალი აქვთ. რაღაცნაირად კიდევ გასაგებია( ან რატომ?) უზუსტო სროლები, მაგრამ ასე ბევრი უაზრო მოქმედებები და დაკარგვები რა უბედურებაა, საკლასო მეცადინეობები და ვარჯიშებიც აკლიათ
გუსანი
14:07 22-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული