ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრა ბერლინში, 29 აპრილს გაიმართება

AutoSharing Option
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა 29 აპრილს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართება. კოვიდ-პანდემიის გამო, ფიბა-ს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის ცერემონიალს, რომელიც ბერლინის Verti Music Hall-ში ევროპული დროით 13:00 საათზე დაიწყება, შეზღუდული რაოდენობის მაყურებელი ეყოლება, ხოლო მისი ლაივ-ტრანსლაციის ხილვა YouTub-ზე და ევრობასკეტის Facebook-გვერდზე იქნება შესაძლებელი. ცერემონიალს ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – გერმანიის, საქართველოს, იტალიისა და ჩეხეთის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრების მცირე რაოდენობა დაესწრება.

ტრადიციულად, კენჭისყრაში მონაწილე გუნდები კალათებში განითესნენ. ევრობასკეტ 2022-ში 24 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ბოლო წლებში დამკვიდრებული ფორმატის შესაბამისად, 4 ჯგუფში გადანაწილდებიან.
თითო ჯგუფს თითო ქვეყანა უმასპინძლებს – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი. ამ ქვეყნის ნაკრებები ჯგუფებში თავიდანვე განაწილდებიან, ხოლო კენჭისყრის შედეგად თითოეული ჯგუფი 6 გუნდამდე შეივსება.

ევრობასკეტის თითოეულ მასპინძელს აქვს შესაძლებლობა, პარტნიორი ქვეყანა (ფედერაცია) აირჩიოს, რომლის ნაკრებიც ამ ქვეყანაში ჩატარებულ ჯგუფში იასპარეზებს. პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვა, ასევე, მომავალი მეტოქის სიძლიერის მიხედვით შერჩევაა. პარტნიორი ქვეყანა უკვე აირჩიეს გერმანიამ (ლიეტუვა) და ჩეხეთმა (პოლონეთი). საქართველო და იტალია პარტნიორს მალე დაასახელებენ.

მონაწილე გუნდები კალათებში კომპანია NIKE-ის მიერ წარმოდგენილ ფიბა-ს მსოფლიო რეიტინგის შესაბამისად განითესნენ. საქართველო, როგორც ევროპულ რეიტინგში მე-18 ადგილზე მყოფი, მე-4 კალათაში აღმოჩნდა უკრაინასთან, გერმანიასთან და ფინეთთან ერთად. უძლიერეს კალათაში მოხვედრილი ოთხეული ასე გამოიყურება: ესპანეთი, სერბეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 41-ე ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში, მილანში, პრაღასა და კიოლნში ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 6 /
განთესვიდან გამომდინარე პრაქტიკულად გარკვეულია რომ მეორე ჯგუფიდან რუსეთი მოდის თბილისში(იტალია და ჩეხეთი მასპინძლები არიან და ლიეტუვა გერმანის ყავს არჩეული) და წარმომიდგენია რა თამაში გველოდება.
geoachi
17:11 02-04-2021
0
ჩემი აზრით საუკეთესო ჯგუფი იქნებოდა: საბერძნეთი, რუსეთი, თურქეთი, საქართველო, უნგრეთი(ან ბელგია), ჰოლანდია(ან ესტონეთი). რეალურად გვაქვს გასვლის შანსი.
emigranti
01:48 03-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული