საქართველოსთან შეხვედრამდე ესპანეთმა მაკედონია გაანადგურა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, G ჯგუფში, საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ესპანეთმა სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა - 94:65.

სტუმრებმა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს, ოთხივე მეოთხედი მოიგეს და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ესპანელთაგან თორმეტივე კალათბურთელმა შესძინა თავის გუნდს ქულები, რაც მათი შემადგენლობის სიღრმეზე მეტყველებს და რითაც საქართველოს ეროვნული გუნდი ვერ დაიკვეხნის.

15-15 ქულა „ვალენსიას“ ფორვარდმა ხაბი ლოპეს-აროსტეგიმ და „მანრესას“ ცენტრმა იანკუბა სიმამ ჩააგდეს, რომელიც სარგებლიანობის 23-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 12 ქულა ხაიმე ფერნანდესის ანგარიშზეა, ხოლო 10 დარიო
ბრისუელასი. 18 ქულით პარკეტზე ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა 17 წლის ცენტრი თეოდორ სიმიჩი (ბარსელონა) იყო.

ასე რომ, სერხიო სკარიოლოს გუნდი რამდენადაც ნაკლებად ვარსკვლავური და გადახალისებული არ უნდა იყოს, ნებისმიერისთვის მაინც მრისხანე მეტოქეა, მათ შორის საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც ამჟამად მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ეს მისი მთავარი პრობლემაა.

29 ნოემბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს გასვლაზე დაუპირისპირდება, ხოლო უკრაინა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ყოფილა თოკო ერთადერთი ევროლიგელი მაკრებში, აგერ მაკედონიასაც ყოლია ბარსელონადან კაცი. კაცი რა ღლაპი, მარა 18 ქულა ქე დოდია/დდდდდდდდდდდდდ
0
ესპანეთს 29 ისეთ შავი დღე მოელის შეიძლება კალათბურთ როგორც სპორტი საერთოდ აკრძალონ!
SILVERMARCS
10:12 27-11-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული