შენგელიას გარეშე საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვერ გაუმკლავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში სტუმრად ესპანეთთან 61:89 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ამ ეტაპზე ისედაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ტრავმის გამო შენგელიას გამოკლებამ ერთულეს სიტუაციაში ჩააგდო. მართალია, მეტოქეს ევროლიგაზე მოასპარეზენი ვერ დაეხმარნენ, მაგრამ მათი გუნდი ლიგა ენდესას კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომელთაც ჩრდილოეთ მაკედონიას დამაჯერებლად სძლიეს და თორმეტივე მათგანმა მიითვალა ქულები. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: მაკფადენი, მაზიაშვილი, ფევაძე, ბურჯანაძე და შერმადინი.

თავიდან ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, თუმცა მაკფადენს ყურადღებით მეურვეობდნენ, გასაქანი არ მისცეს.
შეტევაში ზუროსის შეგირდებმა ელემენტარული შეცდომების დაშვება დაიწყეს. თანდათან მეტოქის კლასში სხვაობა ნათელი გახდა, რომელსაც ვერც დაცვაში ვერ უმკლავდებოდნენ. პირველი მეოთხედი 8 ქულით წავაგეთ, ხოლო პირველი ტაიმი - 16 ქულით.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის შემცირება შეძლო, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ისევ მოახერხეს გაქცევა და გამანადგურებელი სხვაობით გვძლიეს.

ცხადი შეიქნა ისედაც უცხადესი, რომ ასეთი შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლა არ ძალუძს.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შერმადინი იყო, რომელმაც 9 მოხსნა მიითვალა და ორივე გუნდიდან შედეგიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა - 26. 14-14 ქულა მაკფადენმა და ბურჯანაძემ ჩააგდეს, 8 - ჯინჭარაძემ, ხოლო 2-2 - ტურძილაძემ და ფხაკაძემ. ესპანელთაგან ქულები თერთმეტმა კალათბურთელმა ჩააგდო -  ყველაზე მეტი ლოპეს-აროსტეგიმ (14), ფერნანდესმა (13) და სიმამ (10).

მკითხველის კომენტარები / 42 /
ცხოვრებაშიც უვარგისები იქნებიან ვინც გუშინ ათამაშეს. როცა იცი რომ არ ვარგიხარ და გუნდს დააზარალებ, მაყურებელს გადარევ და მაინც შედიხარ, რომ მერე თქვა ნაკრებში ესპანეთთან "ვითამაშეო", ძალიან უვარგისი კაცი იზრდები სპორტს რომ საერთოდ თავი დავანებოთ. უღირსებო კაცი, ყველაფერში უღირსებოა და რომ გადაყირავდეს დედამიწა თქვენგან არც კაცი დადგება და კალათბურთზე ხომ ზედმეტია საუბარი...................................
karuzo
16:14 30-11-2021
9
წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რა ხდება საქართველოს ჩემპიონატში. ალბათ ფეხბურთის ანგარიშებით მთავრდება, სროლა არავინ იცის, მწვრთნელებიც ჭ კლასის ჭ დამხმარეები თუ იქნებიან, ან ჰყავთ საერთოდ?
buba
16:03 30-11-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული