საქართველო vs ჩრდილოეთი მაკედონია - ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს. ჩვენი ქვეყნის მეტოქეები G ჯუფში უკრაინა, ჩრდილოეთი მაკედონია და ესპანეთი არიან.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო–ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში (მის: 26 მაისის მოედანი), 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა – თბილისის სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 33% დაესწრება.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მისი შეძენა გულშემატკივარს tkt.ge ზე შეუძლია.

ბილეთის ფასი – 20 ლარი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს, თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს "პირველი არხი".

gbf

altმხოლოდ სამი ლეგიონერით ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული