რეგულაციების მიხედვით, თბილისის სპორტის სასახლეში მაყურებელთა 1/3 დაიშვა. ჩვენს გუნდს მხოლოდ 3 ლეგიონერი ჰყავდა, თუმცა საუკეთესო შემადგენლობა ვერც მეტოქემ შეკრიბა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი ხუთეულით დაიწყო თამაში: მაკფადენი, სანაძე, ბოქოლიშვილი, ბერიაშვილი, შერმადინი. საქართველოს ნაკრები თავიდან 12:5 დაწინაურდა, მოწინააღმდეგემ მალე ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა პირველი მეოთხედი 24:18 მოიგო. საქართველოს ნაკრებს, როგორც მოსალოდნელი იყო, შერმადინი და მაკფადენი ლიდერობდნენ, რომლის თამაში ტრავმის გამო საეჭვო
ნაყოფიერად ირჯებოდა დაცვაში ჯინჭარაძე, შერმადინი კალათზე ბატონობდა, მაკედონიელთა ნატურალიზებული კალათბურთელი ვაილი ნეიტრალიზებული იყო, ახალგაზრდა სიმიჩიც, საქართველოს ნაკრები კი კიდევ უფრო გაიჭრა წინ და პირველი ტაიმი 46:31 დასრულდა.