91:70 - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას 91:70 სძლია.

რეგულაციების მიხედვით, თბილისის სპორტის სასახლეში მაყურებელთა 1/3 დაიშვა. ჩვენს გუნდს მხოლოდ 3 ლეგიონერი ჰყავდა, თუმცა საუკეთესო შემადგენლობა ვერც მეტოქემ შეკრიბა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი ხუთეულით დაიწყო თამაში: მაკფადენი, სანაძე, ბოქოლიშვილი, ბერიაშვილი, შერმადინი. საქართველოს ნაკრები თავიდან 12:5 დაწინაურდა, მოწინააღმდეგემ მალე ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა პირველი მეოთხედი 24:18 მოიგო. საქართველოს ნაკრებს, როგორც მოსალოდნელი იყო, შერმადინი და მაკფადენი ლიდერობდნენ, რომლის თამაში ტრავმის გამო საეჭვო გახლდათ.

ნაყოფიერად ირჯებოდა
დაცვაში ჯინჭარაძე, რომელმაც კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შერმადინი კალათზე ბატონობდა, მაკედონიელთა ნატურალიზებული კალათბურთელი ვაილი ნეიტრალიზებული იყო, „ბარსელონას“ ახალგაზრდა წევრი სიმიჩიც, საქართველოს ნაკრები კი კიდევ უფრო გაიჭრა წინ და პირველი ტაიმი 46:31 დასრულდა.

მესამე პერიოდშიც ზუროსის შეგირდები ვიზავიზე უკეთ თამაშობდნენ და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 68:47 დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში 26 ქულით გაიქცა, თუმცა საბოლოოდ 21 ქულით გამარჯვებას "დასჯერდა".

26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მაკფადენი გახდა, მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP - შერმადინი (20 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი). 12 ქულა ჯინჭარაძემ ჩააგდო, 11 - სანაძემ, 10 - ბერიშვილმა, 4-4 კი - ბოქოლიშვილმა, ბექაურმა და ლონდარიძემ. სტუმართაგან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი სტოიანოვსკი იყო.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდების მეორე მატჩი 27 თებერვალს სკოპიეში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველამ ვნახეთ, რომ თამაში ფაქტიურად შერმამ და ტედმა მოიგეს, მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის, რომ სიღრმეები გამოჩნდა, რომ არა სათადარიგოების კარგი თამაში, ორი კაცი ვერასოდეს ვერ მოიგებს თამაშს. ყოჩაღ ბიჭები, ყოჩაღ ზუროსს, წინ საქართველოვ.
ბადრი ბ
25 თებერვალი 2022 11:29
0
ბრავო ზუროსს!ასე შეთხელებული შემადგენლობითაც კი,შესძლო და ბიჭები სრულიად გაიხსნენ.რა თქმა უნდა აშკარად ჩანდა,რომ არც მაკედონია იყო უძლიერესი შემადგენლობით,ისიც ჩანდა,რომ როცა მეტოქე ტემპს უმატებდა და მჭიდროდ გვეთამაშებოდა,თამაში გვერეოდა,მაგრამ მთლიანობაში მაინც ჩვენ ვჩანდით უფრო ორგანიზებული და მაღალი კლასის გუნდად.შერმადინს ბოლომდე არც ვტვირთავდით,მაგრამ მისი უბრალოდ ყოფნაც კი,აშკარად ჩანდა როგორ დამთრგუნველად მოქმედებდა მეტოქეზე და რამდენჯერ მისი შიშით,ფარქვეშიდან აჩქარებული სროლის შემდეგ,მეტოქემ ბურთი ვერ ჩააგდო.კარგია ისიც,რომ არც მაკფადენს დასჭირდა სრული დატვირთვით და ენერგიის დახარჯვით ეთამაშა.დანარჩენი ბიჭები საკმაო წარმატებით სცვლიდნენ მასაც,შერმადინსაც და სანაძესაც.აქ შენახული ენერგია,განმეორებით მატჩში აუცილებლად დაგვჭირდება,რადგან იქ სულ სხვა თამაში იქნება და ამ თამაშში, საკუთარ შეცდომებსაც გაანალიზებს მეტოქე.გულახდილად რომ ვთქვა,იმედი მქონდა გამარჯვებისა,მაგრამ ვფიქრობდი,ეს უმძიმეს ბრძოლაში გვექნებოდა მოსაპოვებელი და ბოლო წამებამდე სრული დაძაბვა მოგვიწევდა.კიდევ და კიდევ მადლობა ზუროსს და მადლობა ბიჭებს.ყველას უკლებლივ!ხომ აშკარად ჩანდა,რომ ყველა ბოლომდე მზად იყო ფსიქოლოგიურად.ეტყობა არც ისე სუსტი ჩემპიონატი გვაქვს,რაკი ბიჭებმა ასე კარგი თამაში აჩვენეს.
მეც თქვენთან ერთად ვუერთდები მთელ მსოფლიოს და ვგმობ,რუსეთის არნახულ თავხედობას.რა ნაძირალა უნდა იყო,რომ საკუთარ სისხლსა და ხორცს,სრულმასშტაბიანი დამპყრობლური ომი გაუჩაღო!ეტყობა რუსეთში ნამდვილი რუსები აღარ დარჩნენ და რუსულად მოლაპარაკე თათარ მონღოლთა ურდოების გენმატარებლები მართავენ, ოდესღაც მართლმადიდებელ ქვეყანას.ღმერთო დაიფარე და დაეხმარე უკრაინას,დასაჯე და იავარჰყავი მათი და ჩვენი სისხლის დამღვრელი!გააღვივე სიკეთის,სიყვარული თესლი,ბოროტისაგან მოწამლულ სულებში!
სოსო
25 თებერვალი 2022 10:44
0
გილოცავთ ყველას, განსსკუთრებით ბიჭებს! ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ყველამ იცოდა, რისთვის გადიოდა მოედანზ: დუდა, მიშა, ჯინჭარაძე, ბოქოლა... შერმადინი და მაკფადენი - ნამდვილი ლიდერები გამარჯვებულის მენტალიტეტით! წარმატებები ბიჭებს უკვე გასვლით თამაშშუ - ჩრ. მაკედონიაში და მადლობა!
მასტერს
25 თებერვალი 2022 06:01
0
#შერმინატორი კაპიტნად, ჩამოერთვას შენგელიას სამაჯური!
***
25 თებერვალი 2022 01:55
20
გეთანხმები, მკვლელების არმიის გუნდის წევრი არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.
ტაბუ
25 თებერვალი 2022 16:49
3
გაიხარეთ ბიჭებო, მაგრამ 2020 წლის 18 ნოემბრის სირცხვილი უნდა მოგვწმინდოთ მაკედონიაში მათსავე ქვეყანაში ასეთი ანგარიშით დამარცხებით. მშვიდობა და დიდება უკრაინას და მის მებრძოლს.
გიზოგ
24 თებერვალი 2022 23:01
0
აუფ, მაქედან რომ გახვიდე ყველას უნდა მოუგო შემდეგ ჯგუფში. ესპანეთთან წააგებ. იტალია რუსეთს მოუგებს. შესაბამისად მასე ქნება. ისლანდიასაც უნდა მოუგონ რუსეთსაც და იტალიასაც. სულმოუთქმელად ველოდებით როგორ მოემზადა სანაძე ტექნიკურად.
დდდ
24 თებერვალი 2022 21:37
0
მადლობა ბიჭებს.დიდება უკრაინას!!!
ირაკლი
24 თებერვალი 2022 21:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული