რეგულაციების მიხედვით, თბილისის სპორტის სასახლეში მაყურებელთა 1/3 დაიშვა. ჩვენს გუნდს მხოლოდ 3 ლეგიონერი ჰყავდა, თუმცა საუკეთესო შემადგენლობა ვერც მეტოქემ შეკრიბა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი ხუთეულით დაიწყო თამაში: მაკფადენი, სანაძე, ბოქოლიშვილი, ბერიაშვილი, შერმადინი. საქართველოს ნაკრები თავიდან 12:5 დაწინაურდა, მოწინააღმდეგემ მალე ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა პირველი მეოთხედი 24:18 მოიგო. საქართველოს ნაკრებს, როგორც მოსალოდნელი იყო, შერმადინი და მაკფადენი ლიდერობდნენ, რომლის თამაში ტრავმის გამო საეჭვო გახლდათ.
ნაყოფიერად ირჯებოდა დაცვაში ჯინჭარაძე, რომელმაც კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. შერმადინი კალათზე ბატონობდა, მაკედონიელთა ნატურალიზებული კალათბურთელი ვაილი ნეიტრალიზებული იყო, „ბარსელონას“ ახალგაზრდა წევრი სიმიჩიც, საქართველოს ნაკრები კი კიდევ უფრო გაიჭრა წინ და პირველი ტაიმი 46:31 დასრულდა.
მესამე პერიოდშიც ზუროსის შეგირდები ვიზავიზე უკეთ თამაშობდნენ და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 68:47 დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში 26 ქულით გაიქცა, თუმცა საბოლოოდ 21 ქულით გამარჯვებას "დასჯერდა".
26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მაკფადენი გახდა, მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP - შერმადინი (20 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი). 12 ქულა ჯინჭარაძემ ჩააგდო, 11 - სანაძემ, 10 - ბერიშვილმა, 4-4 კი - ბოქოლიშვილმა, ბექაურმა და ლონდარიძემ. სტუმართაგან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი სტოიანოვსკი იყო.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდების მეორე მატჩი 27 თებერვალს სკოპიეში ჩატარდება.
მეც თქვენთან ერთად ვუერთდები მთელ მსოფლიოს და ვგმობ,რუსეთის არნახულ თავხედობას.რა ნაძირალა უნდა იყო,რომ საკუთარ სისხლსა და ხორცს,სრულმასშტაბიანი დამპყრობლური ომი გაუჩაღო!ეტყობა რუსეთში ნამდვილი რუსები აღარ დარჩნენ და რუსულად მოლაპარაკე თათარ მონღოლთა ურდოების გენმატარებლები მართავენ, ოდესღაც მართლმადიდებელ ქვეყანას.ღმერთო დაიფარე და დაეხმარე უკრაინას,დასაჯე და იავარჰყავი მათი და ჩვენი სისხლის დამღვრელი!გააღვივე სიკეთის,სიყვარული თესლი,ბოროტისაგან მოწამლულ სულებში!