ლატვიაში ზუროსმა უკრაინასთან მატჩისათვის 13 კალათბურთელი წაიყვანა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. 28 ივნისს, სპორტის სასახლეში ვარჯიშზე, მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის 13 კალათბურთელი შეარჩია, რომლებიც უკრაინასთან სათამაშოდ დღეს, გამთენიისას ლატვიაში გაემგზავრნენ.

საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩი დარჩა სათამაშო – უკრაინას რიგაში 1-ელ ივლისს შეხვდება, ხოლო 4 ივლისს თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან ერთად მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური გარანტირებული აქვს, თუმცა ორივე შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე და გადამწყვეტ ეტაპზე ამ გუნდებთან დაგროვილი ქულები გადაჰყვება.

ჩვენი ნაკრები რიგაში 13
კალათბურთელით გაემგზავრა, რომელთაგან უკრაინასთან მატჩის განაცხადში 12 მოხვდება.

გიორგი ცინცაძე (თსუ), გივი ბაქრაძე (ოლიმპი), რატი ანდრონიკაშვილი (კრეტონი), თად მაკფადენი (მურსია), კახაბერ ჯინჭარაძე (ოლიმპი), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), დუდა სანაძე (ბორაცი), ბექა ბურჯანაძე (ბეტისი), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), გიორგი კორსანტია (ქუთაისი), თორნიკე შენგელია (ვირტუსი), გოგა ბითაძე (ინდიანა), გიორგი შერმადინი (ტენერიფე)

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი კვირაა, ნაკრების ბილეთების ამბავს ვარკვევ ესპანეთთან და ვერაფერი გავიგე - არსად არ დადებულა. არადა, თამაში ლამის კარს მოგვადგა! ვერ გავიგე, უფასო იქნება დასწრება?!
Fani
10:50 29-06-2022
0
ლონდარიძე სადაა? მასე გინდათ მოგება?
გია პაპა
07:34 29-06-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული