"საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ამ შემთხვევაში დავამარცხებთ" - უკრაინელთა მწვრთნელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა ისაუბრა:

"საქართველო, ჩემი აზრით, ჭკვიანი გუნდია, რომელიც აიღებს ყველაფერს, რის უფლებასაც მისცემ. ჩვენი ამოცანაა - მას არაფრის უფლება არ მივცეთ. სვიატოსლავ მიხალიუკი? ჩვენთან ერთად მხოლოდ სამ ვარჯიშს ჩაატარებს. ვნახოთ.

ძალიან ვსაჭიროებთ როგორც უკრინელების, ასევე ლატვიელების მხარდაჭერას. მსურს ტრიბუნებზე ჩვენი მეექვსე მოთამაშე გულშემატკივარი იყოს. საშინაო არენად რიგა შემთხვევით არ აგვირჩევია. ლატვიელი ქომაგი უკანასკნელ ხანს ასეთი მეტოქეების თამაშის ყურებით განებივრებული არაა. ლატვიის ნაკრები კარგად ასპარეზობს, მაგრამ ისეთი მოწინააღმდეგეები, როგორებიც
საქართველო და ესპანეთია, უმაღლესი დონისანი არიან".

ადრე ბაგატსკისმა განაცხადა, რომ საქართველოში შეხვედრის წინ გერუნი დაშავდა, ფარი დათმეს, ამიტომ დამარცხდნენ; შენგელიასა და შერმადინზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია; თუ ბითაძესაც გავითვალისწინებთ, ქართველებს ფარზე ძალიან სერიოზული ძალა ექნებათ; ყველანი ტექნიკურები არიან, შეუძლიათ საშუალო და შორი დისტანციიდან ჩააგდონ კალათში ბურთი.

მეტოქის მწვრთნელი ამბობს, რომ გარკვეული გეგმა და ჩანაფიქრი აქვთ, ამაზე ვარჯიშებზე მუშაობენ, უნდა მოახერხონ, რომ ასეთი სტილის თამაშთან დასაპირისპირებლად ვიზავი მზად არ იყოს, რადგან როგორც ხედავს, სწრაფი კალათბურთისას თავს მთლად კომფორტულად ვერ გრძნობენ, როდესაც მაღალია ინტენსიურობა და დინამიკა.

ბაგატსკისის თქმით, ზუროსის გუნდი კარგად გრძნობს თავს პოზიციური თამაშისას, მუდმივად აგდებს ტემპს, მათი ამოცანა კი თამაშის აჩქარებაა. ამ დროს შეცდომების დაშვების ალბათობა დიდია, მაგრამ თუ გამარჯვება უნდათ, პირველივე წუთიდან ასე უნდა ითამაშონ - სწრაფად, აგრესიულად და აზრიანად.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ალბათ რაღაცაზეა ეს ლატველი ნაწყენი, მაგრამ წყენა უზრდელობით არ უნდა გადაფაროს.ესაა ევროპელობა? არა მგონია
ნიკა
15:49 06-07-2022
0
ჩქარაც მოვიგებთ და ნელაც, ნე ვალნუიტეს...
უშანგი
18:51 01-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული