პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 13 ქულით მარცხდება

AutoSharing Option
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 34:47 მარცხდება.

უკრაინელთა მწვრთნელი ბაგაცკისი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ეროვნულ გუნდს და მატჩის წინ განაცხადა, რომ გეგმა აქვთ, რომელსაც მთელი თვე ამუშავებდნენ და აუცილებელი იყო მეტოქეს მაღალი ტემპით დაპირისპირებოდნენ. უკრაინელთა ფორვარდმა ბობროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი შენგელიას ფოლებზე პროვოცირება და განეიტრალება გახლდათ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა: მაკფადენი, ბოქოლიშვილი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თამაში თავიდან ქულა-ქულაში წავი
და, პუსტოვოი ყურადღებით მეურვეობდა შერმადინს, გასაქანს არ აძლევდა, აქტიურობდა შენგელია და პირველი მეოთხედი 20:23 წავაგეთ. მეორე მეოთხედი ზუროსმა ცენტრის გარეშე დაიწყო და მეტოქე, რომელიც დაცვაში კარგად თამაშობდა, 16 ქულით გაგვექცა. მაკფადენსაც არ წაუვიდა სროლები, საერთოდ შეტევაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად, თან ბევრი საჯარიმოები ვერ გამოვიყენეთ და პირველი ტაიმი 34:47 დავთმეთ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს რა არის? ვინ მისცა ამათ ქვეყნის მასხარად აგდების უფლება? ესენი ვინ არიან საერთოდ? ვინმემ პასუხი აგოს ამ ყველაფრისთვის!
ქომაგი
21:47 01-07-2022
0
ვის მიეცით ბიჭოო თამაშიიი , თქვენ ეგენი რუსებზე ნაკლებები ხომ არ გგონიათ ? სირცხვილი ყველას ,თქვენ დღეს სულ ყველანი ხართ ქვეყნის ღალატის შემოქმედებიი და სწორედ ის მიიღეთ ბაგაცკისის მხრიდან თამაშის ბოლოს , რაც მოღალატეებს ეკუთვნით , პრეზიდენტიდან დაწყებული , თითოეული თქვენთაგანით დამთავრებულიი . მონების ბოლოო ყოველთვის ეგ არის , სამარცხვინოები ხართ !!!
ATP 16
22:03 01-07-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული